საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33129

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საზაფხულო თეატრში  წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის დასამახსოვრებელი კომედია „ხათაბალა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ყიფიანისა, კონსტანტინე ყიფიანი და ვასილ აბაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ სააათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სტუმრობისას მაკრინე მელიქიშვილმა რევერანსი გაუკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი გოგონები და ქალბატონები ბედნიერებას უსურვებდნენ მათ შვილ ნინოს და მფარველი წმინდანის დღესთან დაკავშირებით, მცირე საჩუქარს უძღვნიდნენ. გადასცეს ძველი სპარსული მოზაიკის ყუთი, რომელშიც ოქროს ჯვარი იდო ლალისა და მარგალიტის თვლებით მორთული ყელსაბამით, უძვირფასესი რელიქვია, რომლის აღწერაც გაუჭირდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჩაის სმისას მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ: ოთხი გოგონა – მაკრინე მელიქიშვილი, თამარ გვაზავა, ლეილა ქავთარაძე, ქეთევან ერისთავი და ხუთი ქალბატონი: მარია კვინიტაძე, ნინო გვაზავა, ელენე აფხაზი, ეკატერინე ლორთქიფანიძე, ანა დიასამიძე. ისინის ჩაიზე დაეწვივნენ, ბევრი იცეკვეს, ითამაშეს და იმხიარულეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპი შეხვდა ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის რექტორ გამბოროვს. შეხვედრას რამდენიმე პორფესორიც დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ბაქოში გაემგზავრნენ: ოლივერ უორდროპი, უეითი, მაიორი დელი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი რუსი მეუღლე, თანაშემწე და სომხეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ავალიშვილი იბრძოდა დაღესტანში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, 25 წლის წინ ალექსი ბერიძე ოლივერ და მარჯორი უორდროპების პაჟი იყო ქერჩში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს მარჯორი და ოლივერ უორდროპები ალექსი ბერიძეს შეხვდნენ პეტროგრადში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მეხანძრეთა რაზმის ხელმძღვანელი ალექსი ბერიძე სიმამაცისთვის დააჯილდოვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსი ბერიძე ომში მოკლული ეგონა, მაგრამ ბოლშევიკებს გამოქცევია და თბილისში იყო. იგი ქვეყნის სახანძრო ბრიგადებს ხელმძღვანელობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ვახშამზე ოპერის თეატრის წამყვანი ტენორი ივანე სარაჯიშვილი და ბარიტონი ლაზარე იმერლიშვილი მღეროდნენ. ხალხური სიმღერები ანსამბლმა საკრავების თანხმლებით შეასრულა. ოპერის მომღერლებს აკომპანიმენტი გაუწია ჟანა ფალიევამ (ფალიაშვილმა).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 დეკემბერს ოლივერ უორდროპს სტუმრად ეწვია რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ქართულ ენაში იყო სპეციალიზებული და გააცნო თავისი რუსი საცოლე, რომელიც ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპი დაესწრო ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკის (ბლეიქის) და მისი რუსი საცოლის ქორწილს. მან ცერემონიალის დროს გალობით ძალიან ისიამოვნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა ამერიკელ კონსულ დულითლს, რომელსაც ადრეც იცნობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მაიორი ლოფტონი კონსტანტინეპოლიდან თეირანისკენ მიემგზავრებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სკოტს იმ დროიდან იცნობდა, როცა პეტროგრადში, საელჩოში მდივნად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სკოტი თბილისის გავლით მიემგზავრებოდა კაიროში, სადაც მინისტრად დაინიშნა. მას ძალიან დატვირთული დღე ელოდა წინ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრნენ: ორბელიანები და მისი 20 და 18 წლის ვაჟები, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი, ქალაქის მერი, არქეოლოგი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მისი ძველი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი და პროფესორი ვარია ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საზღვაო ძალების უმცროსი ლეიტენანტი ლოუელი ადმირალმა ჯონ დე რობეკმა გამოგზავნა მის დასახმარებლად.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ დაესწრო 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. კრების თავმჯდომარეობა მიუღია გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა თავმჯდომარის ამხანაგს, ანდრია პატარაიას. ზუგდიდელებმა არ იცოდნენ, რამდენად შეიძლებოდა კრების მოქმედების კანონიერების გაუქმება. არც წესდებაში ეწერა ამის შესახებ. ამიტომ ფაღავა სთხოვდა მთავარ გამგეობას, განემარტა ზუგდიდის განყოფილებისთვის ეს საკითხი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას განუხილავს სადავო საკითხები, რომელიც ეხებოდა იმ წლის 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. გამგეობამ უკანონოდ მიიჩნია ეს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა არა გამგეობის თავმჯდომარე ან მისი ამხანაგი, არამედ გამგეობის რიგითი წევრი და დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევის შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას უკანონოდ მიუჩნევია იმ წლის 2 მარტს გამართული საზოგადო კრება, რომელზეც არ განუხილავთ და არ დაუმტკიცებიათ შემდეგი წლის შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში, ასევე არ შეუდგენიათ გასული წლის შემოსავალ-გასავლის წერილობითი ანგარიში. 2 მარტის ოქმიდან არც ის სჩანდა, თუ რა რაოდენობის თანხა დარჩა გამგეობას შემდეგი წლისთვის. გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევების შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: წლიური ანგარიშის მოხსენება, სარევიზიო კომისიის არჩევა, ახალი წევრების მიღება, ქართული სკოლის დაარსება დაბა ზუგდიდში, მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო