საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33129

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები: ანა თოდუა, დიომიდე კეკელიძე და გრიგოლ ჯიქია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, სკოლის დაარსების საკითხი, როგორც რთული და ნაადრევი, კრებამ არ განიხილა, ხოლო გეგმის შემუშავება სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით გამგეობას დაევალა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 12 ივნისს ჩაეტარებინათ საზოგადო კრება, რომელზეც ქრისტინე შარაშიძე, ზოტიკე ჩიქვილაძე, პლატონ ლეჟავა, იოსებ ანთაძე, თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე და მიხეილ ჭავჭანიძე წარმოადგენდნენ საზოგადოების რწმუნებულ კანდიდატთა სიას. ოქმს ხელს აწერს მიხეილ ზანდუკელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს ბათუმიდან მისწერა, რომ კონსული სტივენსი ესტურმა დღის სამ საათზე და ერთად გაემგზავრნენ ნოვოროსიისაკენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანმა ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას აღნიშნა, რომ ილუსტრაცია – ფირდოუსის „შაჰნამეს“ დასაწყისი – საკმაოდ იშვიათი და გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე მთელი დანარჩენი ხელნაწერი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანი ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას ძალიან დაინტერესდა ილუსტრირებული და მოხატული სპარსული ხელნაწერებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვახშამზე მთელი მინისტრთა კაბინეტი ეწვია. პირდაპირ იჯდა სპარსეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები, მარჯვნივ – ნოე ჟორდანია, მარცხნივ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მის მარცხნივ კი – წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას მარჯვნივ – აზერბაიჯანის წარმომადგენელი ველიქოვი, გვერდით მაგიდებთან კი – ქართველი მინისტრები სომხეთის დელეგაციის წევრები, გენერლები და სხვები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ წვეულებას დაესწრო ანასტასია წერეთლის სახლში, სადაც მის მიერ 30 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალის „ჯეჯილის“ რედაქცია იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ოლივერ უორდროპი შეხვდა ნინო გელოვანს პეტროგრადის დუმაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ქართული სტენოგრაფიის გამომგონებელი ნინო გელოვანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას სტოქსმა ოცდაექვსი სტუმრისთვის მოაწყო ბანკეტი, რომელსაც ყველა მინისტრი დაესწრო, გარდა ერთი სოციალისტისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს ნოე ჟორდანიას მეუღლემ, რომელიც ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ მოაწყო საქველმოქმედო საღამო კაფე „ფრასკატიში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტს დაესწრო ოთხი ქალი, ერთ-ერთი იყო თოფჩიბაშევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსმა არ იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა ინგლისში დარჩენა. შეხვდებოდა და საჭირო რჩევებსაც მისცემდა იმ შემთხვევისთვის თუ სააღდგომოდ ინგლისში თავად ვერ ჩავიდოდა და მას მოუწევდა თბილისში გამომგზავრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა და თავს არ ზოგავდა, რათა ყველაფერი სათანადოდ გაეკეთებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე უკრავდა მევიოლინე ბრეტანიცკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 თებერვალს, 19 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რობერტ ბლეიკმა მას ქერჩში მყოფი მეგობრების, ბოლშევიკების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა ამბების შესახებ უამბო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ოცდათვრამეტჯერ დაიდგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილისაგან საჩუქრად განსაკუთრებით ელოდებოდა არიებს „აბესალომ და ეთერიდან“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი როგორც კი შეძლებდა მაშინვე დაბრუნდებოდა ლონდონიდან ბაქოში, რადგან უამრავი საქმე ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს, საღამოს, სტოქსი მიემგზავრებოდა ინგლისში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ საწყობში 244 დასახელების წიგნი ინახებოდა, აქედან 183 საბუღალტრო დავთრების სიას ემთხვეოდა, ხოლო 35 დასახელების წიგნი საბუღალტრო სიასთან შედარებით ნაკლები იყო, 28 დასახელების წიგნი კი მეტი. ხელს აწერენ ტერენტი წერეთელი, ლავრენტი სანოძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ ედილაშვილი და ივანე ავალიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული 2000 მანეთი ნიკოლოზ კოპალეიშვილისგან, ლაზარე კოპალეიშვილისგან – 1500 მანეთი, ვარლამ ვერულაშვილისგან – 5000 მანეთი და ვაჭარ იაკობაშვილისგან – 710 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული ქარხანა „განათლებისგან“ 797 მანეთი, გაზეთ „სოციალ-დემოკრატიის“ რედაქციისგან – 400 მანეთი.