საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო მინისტრის შუამდგომლობა საავიაციო გუნდის უფროსი მაიორის, ნიკოლოზ მაყაშვილის დიდუბის პანთეონში დაკრძალვის ნებართვის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 აპრილს გროზნოში სვიმონ არჩილის ძე ციციშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელი წევრების კრება გაიმართა. კრებას 200 კაცი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გამომცემლობა „მომავლის“ თხოვნა სექტემბრისთვის 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის განყოფილების გამგეობის თხოვნა 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 30 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თედო სახოკიას ვაჟა-ფშაველას ნაწერების ბიბლიოგრაფიის შესადგენად 60-საათიანი მუშაობისთვის 6 000 მანეთი ჰქონდა მიღებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ბიუროს თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის თხოვნა წიგნის აკინძვის ფასის მომატების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა საზოგადოების თხოვნა ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I უმაღლეს-დაწყებითი სკოლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების შეღავათიან ფასში მისაცემად 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ორი კვირის ვადით მიცემა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 მარტს გაიმართა ქალაქ პეტროვსკის (მაჰაჩყალა) ქართველთა საზოგადოების კრება, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა გადაწყდა. კრებას მიხეილ ილიას ძე ჯავაშვილი ხელმძღვანელობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის მასწავლებელთა კავშირის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ერთი თვის ვადით მიცემა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ღონისძიება

საწევროების გადაუხდელობის გამო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ 1915 წელს ყველა სოფელში აირჩია საპატიო პირები, რომელთაც ქვითრების წიგნით კარდაკარ უნდა ჩამოევლოთ წევრებისათვის და განყოფილების კუთვნილი თანხა აეკრიფათ (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 45 მანეთად თორმეტი ჩალის სკამი შეუძინა ადგილობრივ ბიბლიოთეკას, ჯუგაანის ბიბლიოთეკას კი 20 მანეთის შემწეობა აღმოუჩინა სამკითხველოს მოსაწყობად (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის ნიაღვრისგან დაცვის შესახებ. გამგეობამ ადგილის გასასუფთავებლად 3 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა და მისი დათვალიერება იოსებ გიორგობიანს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის რაიონის კოოპერატივთა კავშირ „კონას“ თხოვნა 400 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. თავმდებად უდგებოდა კოოპერატივის ბანკი. გამგეობამ ერთი თვის ვადით 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის ქართული სკოლის შესანახად 100 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა თვიური სტიპენდიის 3 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამურზაყანოს სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიეცა ორი თვის ვადით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქაღალდის უქონლობის გამო იოსებ ავალიშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემა დროებით შეაჩერეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის დამლევს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ელიავა იყო, 655 წევრი ჰყავდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) ანგარიშის თანახმად, 1914 წელს გაცხოველებულად ემზადებოდნენ აკაკი წერეთლის ქიზიყში მისაწვევად, მაგრამ ომის დაწყებამ და მობილიზაციის გამოცხადებამ ჩაშალა დიდებული მამულიშვილისა და მგოსნის სტუმრობის დღესასწაული.

1914

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამგეობას შეუმცირდა შემოსავალი, რისი მიზეზიც იყო ომის სირთულეები და 1913 წელს საზოგადო კრებაზე მომხდარი გაუგებრობა, რის შემდეგაც ალექსანდრე ინაშვილი სათავეში ჩაუდგა განაწყენებულ მასწავლებელთა ერთ ნაწილს და აშკარა ომი გამოუცხადა ფილიალს. მას სურდა მისი ან მოსპობა, ან სიღნაღის განყოფილებასთან შეერთება. ამის შედეგად ბევრმა წევრმა დატოვა განყოფილება, მით უფრო, რომ ისედაც უჭირდათ საწევროს გადახდა – ყოველწლიური სამი მანეთი დაბეგვრის ტოლფასი იყო მათთვის.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ მოქმედება დაიწყო იმ წლის პირველ მარტს. წლის განმავლობაში ჩატარდა თერთმეტი სხდომა და გაირჩა ხუთი საქმე. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, პირველი იანვრისთვის განყოფილებაში იყო 111 წევრი, წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 79 პირი და წევრთა რიცხვი გახდა 190. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.