საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32719

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიას განუხილავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეუსწორებია განყოფილების 1914 წლის შემოსავალ-გასავლის ჯამი და მიუმართავს საზოგადოებისთვის, რომ მას დაემტკიცებინა ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წელს გამგეობას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის ნივთიერი დახმარება არ აღმოუჩენია. დამზადებულა მხოლოდ საქმის წარმოებისთვის საჭირო წიგნები და საკვიტანციო წიგნაკები, რომლებიც სამკითხველოებს დაეგზავნა. წლის ბოლოს კი გამგეობას დაბა ხობის, სოფელ დარჩელისა და სოფელ წალენჯიხის სამკითხველოებისთვის გამოუწერია 1915 წლის ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაზეც მას 26 მანეთი და 25 კაპიკი დაეხარჯა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ წარმატებულად მიიჩნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მოქმედება და გაწეული შრომა 1914 წელს, ხაზი გაუსვა იმ წლის საჯარო სეირნობიდან შემოსულ მოზრდილ თანხას და ურჩია საზოგადოებას, მადლობა გადაეხადა ზუგდიდის განყოფილების გამგეობისთვის. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1915 წლის განმავლობაში გამგეობას განზრახული ჰქონდა განყოფილებაში წევრთა შემომატება, წარმოდგენების, სეირნობის და სხვა ღონისძიებების გამართვა და ამით განყოფილების შემოსავლის გაზრდა, წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა ყულიშკარში, ცაიშში და სხვა ადგილებში და უპირველეს ყოვლისა სკოლის შენობისთვის საჭირო ტერიტორიის შესაძენად თანხების მოძიება. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე, ურჩია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სახოგადოებას, გაეგზავნა მადლობის წერილი ქალბატონ ჩერნოვასთვის, ვინც მხურვალე მონაწილეობა მიიღო მომავალი ქართული სკოლის სასარგებლოდ დაბა ზუგდიდში საჯარო სეირნობის გამართვაში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 583 მანეთი. წლის განმავლობაში, 1913 წლიდან დარჩენილი საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 45 მანეთი, 1914 წლის საწევროს სახით − 275 მანეთი, 1914 წელს დაგროვებული თანხის პროცენტის სახით − 59 მანეთი, სეირნობიდან − 709 მანეთი და 50 კაპიკი. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შევიდა 1688 მანეთი და 82 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს დეპეშების შესაძენად დაიხარჯა 4 მანეთი 50 კაპიკი, მოსაწვევების შესაძენად − 1 მანეთი 70 კაპიკი, ანგარიშის დაბეჭდვა 9 მანეთი დაჯდა, ღერბიანი მარკები − 4 მანეთი 50 კაპიკი, გაზეთების გამოწერა − 26 მანეთი 25 კაპიკი, სოფლის სამკითხველოებისათვის წიგნების დაბეჭდვა − 5 მანეთი, ფოსტის ხარჯებმა 4 მანეთი 37 კაპიკი შეადგინა, საკანცელარიო ხარჯებმა − 37 მანეთი, წვრილმანმა ხარჯებმა − 4 მანეთი. სულ 1915 წელს განყოფილებამ დახარჯა 65 მანეთი და 22 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის სალაროში 81 038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ოქმს ხელს აწერენ: ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები – იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ვალი 49 225 მანეთი და 26 კაპიკი ჰქონდათ სხვადასხვა პირებს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება „ბუნების კარის“ საისტორიო ნაწილის შესწორების შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) წლიური გასავალი 712. 48 მანეთი ჰქონდა. აქედან საკანცელარიო და საფოსტო ხარჯი 30. 29 მანეთი იყო, დეპეშები, პანაშვიდები და სხვა მოულოდნელი ხარჯი – 7. 63, მაზრის სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთების საფასური – 212. 77, სკოლის ხარჯი – 385. 54, ჟურნალ „განათლების“ ღირებულება სამურზაყანოს სკოლისთვის – 17. 65, წლიური ანგარიშისა და მომავალი კრებისთვის მოსაწვევი ბარათების ხარჯი კი – 38. 65 მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი, ნანა ივანეს ასული ჩიტოშვილისა, ბესარიონ ფურცელაძე, კოლა ყალაბეგაშვილი, მღვდელი იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი, ლევან სონღულაშვილი, ალექსანდრე ქიტოს ძე ჩიტოშვილი, სიმონ ალექსის ძე ტარულოვი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: ვლადიმერ სოლომონის ძე ფურცელაძე, ბაგრატ კოსტას ძე ხანდამოვი, შაქრო ქიტოს ძე ჩიტოშვილი, ალექსი ყალაბეგაშვილი, სოსო ლუარსაბის ძე დიასამიძე, შაქრო ილიას ძე აბაშიძე, დათა საბას ძე დათუნაშვილი, ნიკო მიტრიას ძე ხარიტონიშვილი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: ანეტა დიმიტრის ასული ანდრონიკაშვილი, მღვდელი საბა სვიმონის ძე ფურცელაძე, გაბო ალექსის ძე ტარულოვი, ილია მიხას ძე გველიკოშვილი, კატო ჩიტოშვილი, გიორგი დათუნაშვილი, ივანე ხოსიაშვილი, შაქრო ხარიტონიშვილი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: მარია იოსების ასული მაჭავარიანი, ქსენია იოსების ასული მაჭავარიანი, იოსებ გიორგის ძე ჩიტოშვილი, იოსებ ნიკოს ძე მამულაშვილი, მარია სვიმონის ასული რომანოვეცი, სტეფანე ალექსანდრეს ძე ფურცელაძე, ნინა ფურცელაძისა, ილია ნაცვლიშვილი და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობა, რომლის თავმჯდომარეც იყო ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, თბილისის ბიბლიოთეკებს მეთვალყურეობდა – წიგნებითა და ფულით ეხმარებოდა. განყოფილებას 6 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებაზე თავმჯდომარედ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი აირჩიეს, მდივნებად კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე პროვოკატორობის გამო ანდრია სოლომონის ძე ღულაძის, კანონ ნიკოლოზის ძე ცინცაძისა და ევგენი ილარიონის ძე კოპალეიშვილის განყოფილების წევრთა სიიდან გარიცხვა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე „აკიდოს“ გამოცემის საკითხი განიხილეს. გამგეობამ ქრისტეინე შარაშიძის დაწერილი „აკიდოს“ რეცენზიის „ბუნების კარის“ შემსწორებელი კომისიისთვის გასაცნობად გადაცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კომისია გაეცნო „აკიდოს“ შესახებ ქრისტინე შარაშიძის რეცენზიას და მცირე შესწორებებით მისი დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს საწევრო გადასახდი არ შემოუტანია ორ წევრს, ხოლო 1914 წელს – ორმოცდათექვსმეტს. სულ წევრთა დავალიანება შეადგენდა 174 მანეთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე იმსჯელეს 1913 წლის გეგმებზე. ზოგმა პრიორიტეტულად სკოლის გახსნა დაასახელა, ზოგმა – ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა. ჯაფარიძის აზრით, საზოგადოება მეტად ნორჩი იყო და მას არავითარი ქონება არ გააჩნდა რაიმე საფუძვლიანის გასაკეთებლად. ამიტომ ჯერ დასათვლელი იყო სავარაუდო შემოსავალი, მერე მოსაძიებელი დამატებითი თანხები და მთლიანი თანხის მიხედვით უნდა შემუშავებულიყო წლის სამოქმედო გეგმა. კრებამ მოიწონა ჯაფარიძის წინადადება და გადაწყვიტა სალაროს შევსება სეირნობებისა და საღამოების გამართვითა და საზოგადოების ახალი წევრების შემომატებით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე ჩატარდა დახურული კენჭისყრა გამგეობის წევრების ასარჩევად. 19 ხმა 4-ის წინააღმდეგ მიიღო გიორგი ხერხეულიძემ, ნიკო ბუკიამ – 17 ხმა 6-ის წინააღმდეგ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე ჩატარდა დახურული კენჭისყრა გამგეობის წევრობის კანდიდატების ასარჩევად. კლიმენტი ლორთქიფანიძემ მიიღო 15 ხმა, იუსტინა კობახიძემ – 11, რეიკინმა – 10.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე ჩატარდა დახურული კენჭისყრა სარევიზიო კომისიის წევრების ასარჩევად. ფარნაოზ ფიჩხაიამ მიიღო 10 ხმა, ალექსანდრე გაბუნიამ – 9, აპოლონ ჯიქიამ – 7.