საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32719

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა იყო, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ მალე გაუგზავნიდა 1915 წლის სრულ ანგარიშს და სთხოვა, ეს ანგარიში ჟურნალ „განათლებაში“ მოეთავსებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დედებისა და ბავშვების დამცველი საზოგადოების თავმჯდომარის თხოვნა საზოგადოების სახლში მყოფი ბავშვებისთვის წიგნების ჩუქების ან ფასდაკლებით მიცემის შესახებ. გამგეობამ მათთვის 10 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თხოვნა ერთი ან ორი მასწავლებლის დამატების შესახებ. ადგილს თხოულობდა მარტვილის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგე მიხეილ ლაპარტყავა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი სამუშაო გადაეყვანათ ისეთ სკოლაში, სადაც გამოცდილი პედაგოგიც იმუშავებდა და ისეთ მხარეში, რომლის ჰაერიც ხელს შეუწყობდა მის გამოჯანმრთელებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის მოხსენება მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვისა და მისთვის ავანსის გადადების შესახებ. გამგეობამ ჯანაშვილისთვის ყოველთვიურად 15 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ მას კავკავის სკოლის დასახმარებლად თანხა არ მოეპოვებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცეს განსვენებული ტიტე კახიძის ხსოვნას. გამგეობამ ორმოცი დღის შემდეგ პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტა, რომელსაც მთელი შემადგენლობით უნდა დასწრებოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ივნისს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ატესტატი ნოტარიულად დასამოწმებლად ნოტარიუს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს მიუტანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის შესამოწმებლად კომისიის წევრებად კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 1916-1917 წლების ანგარიშების წარდგენის დაგვიანების მიზეზი გამგეობის მდივნის, ივანე იულონის ძე ოსიძის სხვაგან გადასვლა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იპლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.