რეგისტრირებული ფაქტები32264
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მხედველობაში მიეღო სურათების მბეჭდავ ზაქარია ლაბაურის თხოვნა ხელფასის მომატების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა გამგეობას თავისი შედგენილი ლექსიკონის დროებით შესავსებად დაბრუნება სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ჯანაშვილისთვის შევსების შემდეგ უკან დაბრუნების პირობით ნაწილ-ნაწილ მიეცა ლექსიკონი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობაში სულ 13 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 57 საქმე განიხილეს. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხისთვის საზღვარგარეთიდან გამოიწერა წყლის ასაზიდი მანქანები. ივლისში გორის ციხეზე უნდა დასრულებულიყო რკინის მილებით წყლის გაყვანა ბაღების გასაშენებლად. „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ციხისთავი ციხეზე ელექტროენერგიის გაყვანასაც გეგმავდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სვიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, შეგირდ ბეგოიძის ჯამაგირი თვეში 10 მანეთამდე გაეზარდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის დეკემბერში საზოგადოების შემოსავალი 561 741. 48 მანეთი იყო, გასავალი – 560 880. 73 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ხარჯების დასაფარად სამეურნეო ბანკიდან ერთი თვით 100 000 მანეთის კრედიტის აღება გადაწყვიტეს. ბანკთან მოლაპარაკება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. ის რედაქციას უგზავნის სოფ. კულაშში და სხვაგან შეგროვებულ ფულს (104 მან. 60 კაპ.) და შემომწირველთა სიას: ელენე კანდელაკისა, ვარლამ მიქელაძე, თომა კვანტალიანი, მელქისედექ მიქელაძე, თამარა ლ. მიქელაძე, იასონ მიქელაძე, ლ. სულავა, კატო მიქელაძისა, ტერეზია მიქელაძისა, ნოე მიქელაძე, ჭოჭი კანდელაკი, ნიკო დადიანი, ივანე ბ. მიქელაძე, შუშუნდი მიქელაძისა, მარო ბალანჩივაძე, თამარა ჩხეიძისა, მიშა ფოცხვერია, მაშიკო კანდელაკისა, შუშანიკა შენგელია, მღვდელი ჩაჩუა, ლადია ჯაფარიძისა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, იმისათვის რომ წიგნებზე ფასები მოემატებინათ, წიგნის მაღაზია ორშაბათამდე (შაბათ-კვირას) უნდა დაეკეტათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იროდიონ ევდოშვილის ქვრივმა, მარიამ ხოსიტაშვილმა, გამგეობას „აკიდოში“ დაბეჭდილი მეუღლის ნაწერებისთვის ჰონორარი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ერთდროული დახმარების სახით მარიამ ევდოშვილისთვის 2 მილიონი მანეთი მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილებიდან ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილმა მთავარგამგეობას შეატყობინა, რომ რევოლუციის შემდეგ განყოფილების სამკითხველო სრულიად უმოქმედოდ იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეთხოვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ განათლების სამინისტროს ნისიად წაღებული წიგნების ვალის დაბრუნების საქმე ნაფიც ვექილს, პეტრე ქავთარაძეს ჰქონდა მინდობილი. ვექილი ირწმუნებოდა, რომ საქმე მალე საზოგადოების სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, შალვა გოგებაშვილი და ივანე ელიაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შალვა ნუცუბიძის თხოვნა, მისთვის მიენდოთ განათლების სამინისტროს წიგნების ვალის დაბრუნების საქმე და 3 დღეში მოაგვარებდა. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან ეს საქმე პეტრე ქავთარაძეს ჰქონდა დავალებული.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქრისტეფორე რაჭველიშვილმა გამგეობას თავისი შრომის „საქართველოს ისტორია“ გამოცემა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, წიგნი პირველი შესაძლებლობისთანავე გამოეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაჰმადიანი ქართველი მოწაფის, სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა მე-8 კლასისთვის საჭირო წიგნების უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კაიკაციშვილისთვის გაეგზავნა ის წიგნები, რომლებიც მათ მაღაზიაში იყო, სულ მილიონ-ნახევარი მანეთისა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქართველ მოღვაწეთა პანთეონის კომიტეტის წევრების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 2 წარმომადგენელი აერჩია. ამისათვის გამგეობამ კრება 17 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, საზოგადოების ბინაში დანიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა მთავარგამგეობას სთხოვა საბუღალტრო ქვითრები და საანგარიშო წიგნები მიეწოდებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მუხრან ხოჭოლავას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა სავანეში დაკრძალვის საკითხი განიხილეს. გრიგოლ გიორგაძემ და პავლე საყვარელიძემ გარდაცვლილი დაახასიათეს, როგორც კარგი საზოგადო მოღვაწე. გამგეობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. გამგეობის დადგენილებით, ასეთი გადაწყვეტილებები სპეციალურ კომიტეტს უნდა მიეღო, რომელიც შექმნის პროცესში იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი.

