საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურეთა თხოვნა დახმარების მიცემის შესახებ. გამგეობამ მათთვის 3 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბეჭდვითი ამხანაგობის გამგეობის თხოვნა წიგნების ანგარიშიდან ავანსად 100 000 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის წიგნის „საქართველოს მოკლე ისტორია“ 300 ეგზემპლარის დაბეჭდვა და ავტორისთვის ბეჭდვის დაწყებამდე ჰონორარის ანგარიშიდან 20 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ქრისტინე შარაშიძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამომცემლობის ხელმძღვანელობა პრეზიდიუმს დაავალეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ძველი გამგეობის გადადგომის გამო ახალი აირჩიეს და ამიერიდან წერილები ახალი გამგეობის თავმჯდომარის, ტროფიმე ჯოხთაბერიძის სახელზე ეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიაში დროებით მიწვეული ნოქრებისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებმა წიგნის მაღაზიას 28543.62 მანეთი ასესხეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასახმარებლად 100 მანეთი გასცეს, ხოლო ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად 1282 მანეთი გამოყვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებმა უფასო სამკითხველოსთვის საჭირო ხარჯების დასაფარად 8192.85 მანეთი გამოყვეს, საკანცელარიო და სამმართველო ხარჯებისთვის კი — 2712 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებას 75654.74 მანეთი ჰქონდა, 73999.59 მანეთი კი გასცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების გამოცემათა უფასოდ დარიგების აკრძალვის შესახებ. მომხსენებლის აზრით, გამგეობის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არ უნდა მიეცათ ისინი უფასოდ, რადგან ეს დიდ ხარჯებს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების თითო გამოცემა მიეცათ უფასოდ გამგეობის წევრებისა და მოსამსახურეებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის უფროსი ნოქრის თანაშემწის, ივანე მელაძის თხოვნა 1-თვიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამტრედიის გამგეობის თხოვნა მილიონიანი კრედიტის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას და სად ინახავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ ბათუმის განყოფილებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეეძლოთ ადგილობრივი ქართული პირველდაწყებითი სკოლა უმაღლეს დაწყებით სკოლად გადაეკეთებინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი ვერ ეგუებოდა ზუგდიდის ნესტიან ჰაერს და ხშირად ავადმყოფობდა. სწორედ ავადმყოფობას მიიჩნევდა გამგეობა მისი უნაყოფო მუშაობის მიზეზად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივ ქართულ სკოლაში მასწავლებელ დოროთე უჩანეიშვილის მუშაობას არ გამოუღია სასურველი შედეგი. ბავშვებს აკლდათ ცოდნა და განვითარება, სკოლაში არ იყო დაცული დისციპლინა და წესრიგი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) მთავარ გამგეობას მისწერა, რომ თუ მასწავლებელს არ შეცვლიდა, უკმაყოფილო დარჩებოდა ადგილობრივი ქართული სკოლის მუშაობის შედეგით, რომელსაც ყველანაირად ეხმარებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილმა, ფილიპე გიორგის ძე ახობაძემ, კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ, ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილმა, ნინო ვასილის ასულმა იაკოფაშვილმა, სამსონ მალაქიას ძე ასათიანმა, ანა გიორგის ასულმა ახალშენიშვილმა და პეტრე გრიგოლის ძე ავლუხაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) თხოვნის თანახმად, მთავარმა გამგეობამ დაადგინა, საზოგადო კრების მიერ წესდების დამტკიცებამდე საწევრო გადასახადი 3-დან მანეთამდე შეემცირებინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე გრიგოლაშვილმა, დიმიტრი მაქსიმეს ძე გვამიჩავამ, მიხეილ ლევანის ძე გერმანოვიჩმა, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანმა, ნიკოლოზ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ვლადიმერ იაგორის ძე გვარჯალაძემ, დიმიტრი როსტომის ძე გვარამიამ, ივანე გაბრიელის ძე გურგენიძემ, ზურაბ ივანეს ძე გველესიანმა და ნინო პლატონის ასულმა გველესიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრთა საგანგებო კრებამ, რომლის მდივანიც იყო ვარლამ ბურჯანაძე, საადგილმამულო ბანკის გამგეობას ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების 2000 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს ვარლამ ბურჯანაძის მდივნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრთა საგანგებო კრება გაიმართა, სადაც ოლღა ჭავჭავაძის მძიმე სოციალური პირობები განიხილეს. კრებას ესწრებოდნენ ოლღას მზრუნველები: რუსუდან მელიქიშვილისა, შალიკაშვილისა და ექიმი – მიხეილ გედევანიშვილი.