საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 1916-1917 წლების ანგარიშების წარდგენის დაგვიანების მიზეზი გამგეობის მდივნის, ივანე იულონის ძე ოსიძის სხვაგან გადასვლა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იპლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში მეოთხე განყოფილებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას ფოსტით გაუგზავნა 1916 წლის შემოსავლის (467. 40 მანეთი) 10% – 46. 74 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკო ჯანაშიას ქვრივის, ელენე ჯანაშიას თხოვნა ყოველთვიური დახმარების შესახებ. გამგეობამ ქვრივისთვის შვილის აღსაზრდელად ნოემბრიდან თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს მათე ვასილის ძე გორგილაძემ, სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილმა, კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძემ, ნინო იოსების ასულმა ბაქრაძე-ბოცვაძემ, ფილიმონ ფარნაოზის ძე ბერძენიშვილმა, ერმალოზ ნიკოლოზის ძე ბერიშვილმა, ალექსანდრე ლევანის ძე ბელეშაძემ, ივანე დიანოსეს ძე ბარამიძემ, ალექსი პავლეს ძე ბედუკაძემ და ვალერი მიხეილის ძე ბილანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის გამგის, ივანე გიორგის ძე ავალიშვილის, თხოვნა მაღაზიაში სალაროს მოწყობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ვიგებთ, რომ, როცა მას, კიევის კომერციული ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტს, თავად მოერიდა ავადმყოფი იაკობ გოგებაშვილის შეწუხება და სტიპენდიაზე მოსალაპარაკებლად შუამდგომლობისთვის ეკატერინე გაბაშვილს მიმართა, მაგრამ მან თხოვნა ვერ შეუსრულა, რადგან იაკობს გაბაშვილის სკოლისთვის ყოველწლიური 120 მანეთი ჰქონდა ანდერძით შეწირული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ოქტომბერს ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება ადგილობრივ ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.