საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29631

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კასრაძის განცხადება. ის მორის მეტერლინკის „თეატრის“ მისეული თარგმანის დაბრუნებას ითხოვდა, თუ ნაშრომის დაბეჭდვა კიდევ დაგვიანდებოდა. ქაღალდის უქონლობის გამო გამგეობამ კასრაძეს თარგმანი დაუბრუნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა, თავისი საყმაწვილო წიგნების ჰონორარიდან მიეღო 15 000 მანეთი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს 15 ფუთი ქაღალდის შეძენის თაობაზე და გადაწყვიტეს 20000 მანეთად შესატყვისი რაოდენობის ქაღალდის შეძენა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი, სეით ლუარსაბის ძე იაშვილი, კირილე იესეს ძე ნინიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების თანამშრომლებმა ერთდროული დახმარების სახით თითოეულისთვის 3 000 მანეთი ითხოვეს. საკითხის განხილვა გადაიდო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ექვთიმე თაყაიშვილის პირით ბესარიონ ნიჟარაძემ გამგეობას სთხოვა შეეძინათ მისგან სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც შემოწმებული ჰქონდა დავით კარიჭაშვილს. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა, გაერკვია თუ რა ფასად დაუთმობდა ბ. ნიჟარაძე ხელნაწერს გამგეობას და შემდეგ გადაწყვეტდნენ თუ რომელი თანხიდან გადეცათ მისთვის ლექსიკონის საფასური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ყალამშის სკოლას შესაფერისი შენობის არ ჰქონდა, ამიტომ დახურეს. გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს, გრიგოლ რცხილაძესა და შიო დედაბრიშვილს დაავალა სკოლის შესახებ მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მწარმოებელს, კეზელს, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი ალექსანდრე ხახანაშვილის ახალი სახელმძღვანელოს „ქართული სიტყვიერების ისტორია მე-XIX საუკუნისას“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ ალექსანდრე მდივანს დაავალა, შეეტყობინებინა ა. ხახანაშვილისთვის, რომ რედაქტორმა დაარედაქტირა მისი ნაწარმოები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება სოფელ ყალამშაში სკოლის განახლების შესახებ. გამგეობამ ალექსანდრე მდივანს დაავალა, რომ მოლაპარაკებოდა ნ. ქობულაშვილისას მიწის შემოწირვის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ახალი სენაკის 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ახალი სენაკის განყოფილების გამგეობას შემოსავალ-გასავლის ანგარიში ხარვეზების შესწორება სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თელავის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ თელავის განყოფილებას მისწერა, რომ მათი შედგენილი ანგარიში სრულყოფილი არ იყო და ხარვეზების შესწორება სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ფოთის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ჭიათურის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ჭიათურის განყოფილებას მისწერა, რომ დამატებით ეცნობებინათ 1910 წლის შემოსავლიდან დარჩენილი თანხის ოდენობა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ხონის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის ბიბლიოთეკის დამხმარე წევრთა კრების ოქმი ბიბლიოთეკის სამზრუნველოს არჩევნების შესახებ. გამგეობამ ოქმი დაამტკიცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-20 სხდომას ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ა. იაშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 2.24 მან., მიხეილ ნემსაძეს — 37.38 მან., ია კარგარეთელს — 2.30 მან., ზალდასტანიშვილს — 2.20 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს შემოწირულ წიგნთა სია: 1) „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურ ენაზე, 2) პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიისგან მიიღეს რუსული წიგნები, 3) არისტოტელეს კატეგორიების განმარტება სომხურ ენაზე და ვუკოლ ბერიძის სიტყვის კონა. გამგეობამ შემომწირველებს წერილობითი მადლობა გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 23-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ილიას ძეგლის შესახებ. გამგეობამ სვიმონ კლდიაშვილს, გიგო ქურდიანს და დავით ჯორჯაძეს დაავალა გაერკვიათ, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა ძეგლს და შემდეგ მოეხსენებინათ საზოგადოებისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ თელავის გამგეობა ითხოვდა გაეგზავნათ ვექილი 31 მაისს სასამართლოში საქმის დასაცავად. გამგეობამ გრიგოლ რცხილაძეს სთხოვა წასულიყო თელავში და დაეცვა საზოგადოების ინტერესები სამგზავრო ხარჯს კი თავად გამგეობა აანაზღაურებდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 დეკემბერის საზოგადოების კრებაზე განიხილეს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თხოვნა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის ფოტოგრაფ დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვის მემკვიდრეთაგან ნეგატივების კოლექციების შესაძენად 35 000 მანეთის სესხად მიცემის თაობაზე. საზოგადოებამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ კერესელიძის განცხადება ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ კერძო პირს თხზულების გამოცემის უფლება არ მისცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე კონსტანტინეს ასულ ჯინოშვილის თხოვნა ბიბლიოთეკის ასაშენებლად 250 მანეთის მიცემის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ყალამშიის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მაჭავარიანს 30 მანეთი გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგო რომანოზის ძე გორგაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საოზოგადოების გამგეობის სხდომას.