საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18642

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნადეჟდა ნაცვალოვის კორესპონდენცია „სოფ. ბოდბისხევი, თებერვლის 2-ს“ სიღნაღის მაზრის სოფლებში უამინდობით დაზარალებულ მევენახეების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის) სტატია „ჩატეხილ ხედზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვალს ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს თომა ზაქარიას ძე ნასიძე, ალ. ჩერნიშევი, ი. აბულაძე, ნად. ბაღდოევისა და შაქრო ხატიაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის თხზულება „შუაღამის ლოცვებიდან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „გაფრთხილება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალიში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილიკო პეტრეს ძე ქურხულის თხზულება „მოხეტიალე მუსიკოსი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მნაცაკან ივანე ძე ისაკოვის უსათაურო ლექსი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გურგენ ჟღენტის კორესპონდენცია „ოზურგეთიდამ, აპრილის 18-ს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 11 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ჩხეიძის წერილი „ერთ ახალს განკარგულებაზე“ ქუთაისის მაზრის ეკლესია-მონასტრებისთვის მამულების გადაცემის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 11 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში ნიკო ნიკოლაძის მიერ გამოქვეყნებული სტატიების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 11 მაისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „საფრანგეთი“ გამოქვეყნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოსაცემად მზადდებოდა შიო არაგვისპირელის მოთხრობების ახალი კრებული.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის მიერ ქაშვეთის ეკლესიაში ბავშვთა ქრისტიანული აღზრდის შესახებ წაკითხული მოხსენების მეორე ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „განთიადი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის სტატია „ქართული სცენის ქურუმი (ნინო ჩხეიძე)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი სსპექტაკლის, „ტაიფუნის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი „სოფლის გმირების“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 18 იანვარს ახალ კლუბში ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხული ლექციის „ქართული სამართლის ისტორია“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანის წერილი „აკაკი გარდაიცვალა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 იანვარს სახალხო სახლში გიორგი ჯაბაურის სალიტერატურო დილა გაიმართა, რომელზეც ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წაიკითხეს როლებში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემი რწმენა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 18 იანვარს ავლაბრის თეატრში წარმოდგენილი „პეპოს“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ილია მოსაშვილმა ხუთმოქმედებიანი პოემა „სიკვდილის ღმერთები“ დაწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ჩვენთან არს აკაკი!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „აკაკის“.