რეგისტრირებული ფაქტები32237
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
ივანე ცომაიას მეორე, 1924 წლის 5 აგვისტოს დაკითხვის მასალების მიხედვით, მან საბჭოთა ხელისუფლებას შერიგებისათვის მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის, განყოფილების სკოლის 1912 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშები, ასევე გამგეობის მოქმედების 1912 წლის ანგარიში და ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. ცნობას ამის შესახებ ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის მაგიერ ი. პაატაშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა რამდენიმე რჩევა-რეკომენდეცია თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი გამგეობის აზრით, სკოლაში, როგორც ეს საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებიდან ჩანდა, ჩამოყალიბდა ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუმცა ზედმეტი თავისუფლება აღსაზრდელებს ბოროტად გამოუყენებიათ და გაკვეთილების დროს ხშირად თავს ზედმეტის უფლებას აძლევდნენ, მეტად ცელქობდნენ. ამ ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელი სკოლისგან გაორკეცდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 9 თებერვალს კომუნისტური პარტიის წევრების მიმღები კომისიის სხდომის მუშაობას ესწრებოდნენ ტ. ბურეში, გევორქიანი და ჭკვიანოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვლილი ამბაკო ჩაკვეტაძის ოჯახი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებს, რომ გამოსვენება იქნება 1-ელ ოქტომბერს, სამ საათზე, ბინიდან ხონის მაცხოვრის ეკლესიაში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ეკატერინფელდში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს უამბო, რომ საქართველოს მხედრობას პარტიზანული ბრძოლების წამოწყება გადაეწყვიტა და ამ საქმის გაძღოლა მას დაავალეს – პატარა საიდუმლო ჯგუფი უნდა შეეკრიბა რაზმის შესაქმნელად და მოძრაობის დასაწყებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი – ეწეოდნენ აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, თუმცა პარტიული ჯგუფის (უჯრედის) კრების მოწვევა მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს ბათუმიდან სამტრედიისკენ მიმავალი ეშელონის შემადგენლობა: არჩილ ფურცელაძის 90-კაციანი პარტიზანული რაზმი და 4 ტყვიამფრქვევი, ვასილ კარგარეთელის ბატარეა და 6 ზარბაზანი, შორაპნის მუშათა 84-კაციანი რაზმი ინჟინერ კუკური ხუნდაძის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. საკონსტიტუციო კომისიას ჰქონდა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც განხილვის შემდეგ პარლამენტისთვის თავისი სახელით უნდა წარედგინათ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 11 ივლისს გიორგი სალუქვაძე დაკითხეს ოზურგეთის პოლიუტბიუროში.მან უარყო კავშირი იროდი ხომერიკთან, ასევე ცნობა პარტიაში ვანო ცომაიას საქმიანობის შესახებ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძემ დაკითხვაზე საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწეს, ბესარიონ მელიქაძეს განუცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, მაგრამ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1922 წლებში თარასხან ეშბა ხელისუფლებას ემალებოდა. ის ბანდიტებთან იყო დაკავშირებული და პროკლამაციებს ავრცელებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილმა სამტრედიაში მიიღო ცნობა, რომ ბათუმი ოსმალებს ჩაბარდა. მე-4 ქვეითმა ლეგიონმა თავისი ნებით მიატოვა პოზიციები და ოზურგეთისკენ გაიქცა. მე-2 ქართული ლეგიონი, რომელიც ბათუმის აღმოსავლეთით იდგა, მშვიდობით გავიდა ქალაქიდან და სადგურ ქობულეთთან დაბანაკდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ხიდისთავში გამართულ კომუნისტთა პირველ კრებაზე ალექსანდრე სულხანიშვილსა და შარაშენიძეს დამსწრე ხალხმა იარაღი ჩამოართვა. სულხანიშვილმა ამ ფაქტის შესახებ ბათუმში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს აცნობა, რის შემდეგაც მათ იარაღი დაუბრუნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილი ჩაქვში ჩასვლას გეგმავდა. მან არჩილ ფურცელაძისა და სერგო კარგარეთელის მეთაურობით თავი მოუყარა პარტიზან ფედერალისტებს და შექმნა რაზმი, რომელსაც ოსმალებისთვის სამტრედიიდან უნდა შეეტია.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს 16 წლის სოსო ჯუღაშვილი სიმონ ქვარიანის მიერ დაარსებულ ფარულ წრეზე პერიოდულად დადიოდა და დისკუსიაშიც მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ს. ჯაფარიძეს, მდივან პ. საყვარელიძეს, დამხმარე გ. ნანეიშვილსა და წევრებს: გ. რცხილაძეს, ს. კედიას უნდა განეხილათ მთავრობის კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ საკითხი, რომ მორიგი სხდომები ჩატარებულიყო ოთხშაბათობით 13-15 სთ. და შაბათობით 10-12 სთ., უწყება უნდა გაგზავნოდათ კომისიის შემდეგ წევრებს: თავმჯდომარე ს. დადიანს, მდივან მ. ჩხეიძეს, ს. ჯაფარიძეს, ლ. ნათაძეს, პ. საყვარელიძეს, ალ. წერეთელს, კ. მაყაშვილს, სპ. კედიას, რ. არსენიძეს, გ. ნანეიშვილს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 5 აგვისტოს ივანე ცომაიას მეორე დაკითხვის მასალების მიხედვით, ის აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ მოახერხა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სამხედრო კორპუსში გამართულ თათბირზე გიორგი მაზნიაშვილმა განაცხადა, რომ ფრონტებიდან მობრუნებული 16 ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად საჭირო იყო: ევგენი გეგეჭკორს ეშელონების გასაფრთხილებლად ორატორ-დელეგატები გაეგზავნა, რათა ეცნობებინათ, რომ მატარებლიდან ჩამოსვლის ნებას არ დართავდნენ და ცეცხლს გაუხსნიდნენ; მახათას მთასა და სოღანლუღის ქედზე გაეგზავნათ თითო ბატარეა, რათა თბილისისკენ მომავალი ეშელონებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. თათბირზე მაზნიაშვილის წინადადება ერთხმად მიიღეს.

