საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29536

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა გიორგი ყაზბეეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ივლისს ბათუმის სკოლის პედაგოგ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ – 400, ხოლო საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 80 მანეთი პენსია დაუნიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ეპისკოპოს დავით ალავერდელის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის ყოველწლიური 400 მანეთის შემოწირულობით 1909 წლის 15 ოქტომბერს ბათუმის ოლქში ქართველი მაჰმადიანებისათვის დაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს არჩილ ჯორჯაძემ საზოგადოების წევრებს საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის წიგნის მაღაზია „სინათლის“ მეპატრონის, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დგებუაძეს გაეხსნებოდა 200 მანეთის კრედიტი, რისთვისაც მას საზოგადოების სენაკის განყოფილების მიერ დასახელებული ორი პირის მიერ ხელმოწერილი ვექსილი უნდა წარედგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მიხეილ გაჩეჩილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს სიღნაღში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ექიმებმა კონსტანტინე და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საინგილოს სკოლისათვის 100 მანეთი და 24 კაპიკი შესწირეს (შეწირულობას ყოველ წელს გაიღებდნენ).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა საზოგადოების 31 მარტის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. საზოგადოების ჟურნალში წარმოდგენილია იმ საკითხთა სია, რომელთა განხილვაც გამგეობას სურდა კომისიების წარმომადგენლებთან ერთად საერთო კრებაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს კომისიის მოხსენება წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის საზოგადო კრებამ დაავალა გამგეობას გამოეკვლია მიზეზები, თუ რატომ მცირდებოდა წევრთა რიცხვი და შემდეგ მოეხსენებინა საგანგებო კრებისთვის. გამგეობამ თავის პირველივე სხდომაზე შეადგინა კომისია შემედეგ პირთაგან: შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ნიკო ელიავა, თუმცა ხსენებულმა კომისიამ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამიტომ გამგეობამ კომისიის შემადგენლობა განაახლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და კიტა აბაშიძე, წარმოადგინეს საზოგადოების არსებული ბალანსი 1-ლი აგვისტოსათვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი, თუ ვისთვის უნდა დაევალებინათ საზოგადოების წარმომადგენლობა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა არჩევნების კრებაზე. საზოგადოების წარმომადგენლობა დაევალა გამგეობის წევრს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე წარმოადგინეს იმ საკითხთა სია, რომელთა განხილვა გამგეობას სურდა განყოფილებათა წარმომადგენლებთან ერთად. სია გამგეობამ მიიღო და განაცხადა, რომ ჩაეკერებინათ სხდომის ჟურნალში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 10 თებერვლიდან 21 თებერვლამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გრიგოლ ლასხიშვილმა, რომ მისი ქალიშვილი ნინოსთვის გაეგზავნათ თებერვლის და მარტის სტიპენდია 5 თუმანი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ სურს გორში, სოფელ ხელთუბანში დააარსოს სამინისტრო სკოლა, რისთვისაც გადადებული ჰქონია საჭირო თანხა. ასევე მისი განცხადებით, რადგან ხელთუბნის მოსახლეობა ღარიბია და არ შეუძლია სკოლისთვის შენობის აგება ან დაქირავება, ამიტომ გამგეობა ვალდებულია ხელთუბნის მომავალ სკოლას გადასცეს ყოფილი ქართული სკოლის შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა და ასევე მიწა, რომელზეც ეს სკოლა მდებარეობს. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ეკატერინე რუსიეშვილისთვის ნება დაერთოთ ჩამოსულიყო ქალაქში პირადი საქმის მოსაგვარებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა ხელთუბნის სკოლის შესახებ. ცნობის მიხედვით 1884 წელს დაარსდა და 1906 წელს დაიხურა სკოლა, რომელსაც მზრუნველობდა ანასტასია თუმანიშვილი. ამ სკოლისთვის შენობა აუგიათ 1888 წელს, რომლის შესახებაც ამავე წლის ანგარიშში წერია. ასევე ცნობილია, რომ სკოლის შენობა შეამოწმა და შეიძინა ა. თუმანიშვილმა, რომლის 1000-მდე ოთხ-კუთხი საჟენი 300 მანეთამდე ღირდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას საზოგადოების აგენტობა უნდა შეეთავაზებინა შემდეგი პირებისათვის: ელენე აბულაძისათვის – განჯაში, ბარბარე სულხანიშვილისათვის – თელავში, ერეკლე ბაქრაძისათვის – ყარსში, აბელ აბელაშვილისათვის – დუშეთში, დ. ჯავახიშვილისათვის – თიანეთში. გამგეობის გადაწყვეტილებით, ხსენებული პირები, გარდა ბარბარე სულხანიშვილისა დაამტკიცეს საზოგადოების აგენტებად, ხოლო სულხანიშვილის მაგივრად თელავში აგენტად დანიშნეს ილია აბრამის ძე სარაჯიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ ისაკის ძე როინაშვილმა, რომ გამგეობას ეკისრა ობლების ალექსანდრე, დავით და ვასილ როინაშვილების აღზრდა, რომელთაც სიცოცხლეში ალექსანდრე როინაშვილი პატრონობდა. გამგეობამ დაადგინა, რომ გადაიხდიდნენ ალექსანდრე როინაშვილის და ძმების დავით და ვასილ როინაშვილების სწავლის საფასურს, რომლებიც სათავადაზნაურო სკოლაში სწავლობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ გამგეობის განყოფილებების წარმომადგენლები: კიტა აბაშიძე, გიორგი ვაშაკიძე, ვასილ კახიძე, იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, ვ. ბურჯანაძე, იასონ ალექსიშვილი, მ. ნასიძე, მათე ბახტაძე, პოლიკარპე ლორთქიფანიძე, ივლიანე გოგოლაშვილი და გიორგი სიხარულიძე.

პირები
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სერგი რომანოზის ძე გორგაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი) გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე შალვა ანტონის ძე მიქელაძე კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი მათე ვასილის ძე ბახტაძე პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი გიორგი მახარებლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე
წყარო