საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32719

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის უმთავრესი მიზანი იყო დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, იმ დროისთვის გუდაუთაში არსებობდა ერთი სამონასტრო დაწყებითი სკოლა, ერთი სასულიერო და ერთიც კერძო გიმმნაზია. ამ სასწავლებლებში, სადაც ქართველთა შვილებიც დადიოდნენ, ქართულს საერთოდ არ ასწავლიდნენ და ბავშვები მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას. ამის გამო მეტად მნიშვნელოვანი იყო გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა და ადგილობრივი განყოფილება ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთის განყოფილებამ მიიღო მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ორი წიგნი: ერთი საკვიტანციო და მეორე, ყოველდღიური ანგარიშის ჩასაწერი. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი, გაუგზავნა 1912 წლის მუშაობის ანგარიში.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისთვის გადაეცათ ბინის ქირა – 25 მანეთი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილისთვის გადაეცათ სტიპენდია – 25 მანეთი. ამავე სხდომაზე გერგეთის სკოლაში წიგნების გასაგზავნად გამოიყო 4.25 მანეთი, ხოლო კანცელარიის ხარჯებისთვის – 5 მანეთი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: მარიამ კიკაჩეიშვილისა, ალექსანდრა ნიკოლაიშვილი, იასონ კაკაბაძე, ილია ჩიტიაშვილი, მიხეილ თურქია, ივანე პაპავა, ვერიჩკა გოგოლაძე, ერისტო რუხაძე, სამსონ კიკაჩეიშვილი, ოლია დუნდუა, ხარიტონ თუთბერიძე, სამსონ ლევიძე, ილიკო რამიშვილი, გერასიმე პაპავა, ნოე ვერულეიშვილი, შალვა მეგრელიშვილი, ვასილ კოხრეიძე, კოლია კვანტალიანი, გიორგი ახობაძე, სოლომონ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე ბახტაძე, ნაცვალიძე, ჟორდანია, მასხულია, სიმფორა მამალაძე, პავლე ძიძიგური, სულთან სულაქველიძე, ოლია ბახტაძე, ანეტა ლევიძისა, საშა ჯანელიძისა.

პირები
წყარო

1924

ტიპი: ღონისძიება

ივანე ცომაიას მეორე, 1924 წლის 5 აგვისტოს დაკითხვის მასალების მიხედვით, მან საბჭოთა ხელისუფლებას შერიგებისათვის მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის, განყოფილების სკოლის 1912 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშები, ასევე გამგეობის მოქმედების 1912 წლის ანგარიში და ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. ცნობას ამის შესახებ ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის მაგიერ ი. პაატაშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა რამდენიმე რჩევა-რეკომენდეცია თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი გამგეობის აზრით, სკოლაში, როგორც ეს საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებიდან ჩანდა, ჩამოყალიბდა ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუმცა ზედმეტი თავისუფლება აღსაზრდელებს ბოროტად გამოუყენებიათ და გაკვეთილების დროს ხშირად თავს ზედმეტის უფლებას აძლევდნენ, მეტად ცელქობდნენ. ამ ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელი სკოლისგან გაორკეცდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 9 თებერვალს კომუნისტური პარტიის წევრების მიმღები კომისიის სხდომის მუშაობას ესწრებოდნენ ტ. ბურეში, გევორქიანი და ჭკვიანოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვლილი ამბაკო ჩაკვეტაძის ოჯახი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებს, რომ გამოსვენება იქნება 1-ელ ოქტომბერს, სამ საათზე, ბინიდან ხონის მაცხოვრის ეკლესიაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ეკატერინფელდში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს უამბო, რომ საქართველოს მხედრობას პარტიზანული ბრძოლების წამოწყება გადაეწყვიტა და ამ საქმის გაძღოლა მას დაავალეს – პატარა საიდუმლო ჯგუფი უნდა შეეკრიბა რაზმის შესაქმნელად და მოძრაობის დასაწყებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი – ეწეოდნენ აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, თუმცა პარტიული ჯგუფის (უჯრედის) კრების მოწვევა მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს ბათუმიდან სამტრედიისკენ მიმავალი ეშელონის შემადგენლობა: არჩილ ფურცელაძის 90-კაციანი პარტიზანული რაზმი და 4 ტყვიამფრქვევი, ვასილ კარგარეთელის ბატარეა და 6 ზარბაზანი, შორაპნის მუშათა 84-კაციანი რაზმი ინჟინერ კუკური ხუნდაძის ხელმძღვანელობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. საკონსტიტუციო კომისიას ჰქონდა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც განხილვის შემდეგ პარლამენტისთვის თავისი სახელით უნდა წარედგინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს პავლე იაკობის ძე იზაშვილის წერილი ჟურნალ „კავკაზში“ დაიბეჭდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს აჭარაში მოგზაურობისას დიმიტრი ბაქრაძეს დედაბრიშვილი უწევდა გიდობას.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 11 ივლისს გიორგი სალუქვაძე დაკითხეს ოზურგეთის პოლიუტბიუროში.მან უარყო კავშირი იროდი ხომერიკთან, ასევე ცნობა პარტიაში ვანო ცომაიას საქმიანობის შესახებ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძემ დაკითხვაზე საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწეს, ბესარიონ მელიქაძეს განუცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, მაგრამ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1922 წლებში თარასხან ეშბა ხელისუფლებას ემალებოდა. ის ბანდიტებთან იყო დაკავშირებული და პროკლამაციებს ავრცელებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილმა სამტრედიაში მიიღო ცნობა, რომ ბათუმი ოსმალებს ჩაბარდა. მე-4 ქვეითმა ლეგიონმა თავისი ნებით მიატოვა პოზიციები და ოზურგეთისკენ გაიქცა. მე-2 ქართული ლეგიონი, რომელიც ბათუმის აღმოსავლეთით იდგა, მშვიდობით გავიდა ქალაქიდან და სადგურ ქობულეთთან დაბანაკდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ხიდისთავში გამართულ კომუნისტთა პირველ კრებაზე ალექსანდრე სულხანიშვილსა და შარაშენიძეს დამსწრე ხალხმა იარაღი ჩამოართვა. სულხანიშვილმა ამ ფაქტის შესახებ ბათუმში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს აცნობა, რის შემდეგაც მათ იარაღი დაუბრუნეს.