საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19687

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა იპოლიტე გაჩეჩილაძის კორესპონდენცია „ს. რკვია, მავნე ჩვეულებანი“ იმერეთის სოფლებში გავრცელებულ მემთვრალეობასა და მისით გამოწვეული დაპირისპირებების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რაჟდენ ერმ. გაჩეჩილაძის კორესპონდენცია ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებისა და მისი გადაწყვეტილებების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აგვისტოს „დროებაში“ ერმილე ჩხენკელის წერილები დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 აგვისტოს „დროებაში“ ახმედ-აღა კაიკაციშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 აგვისტოს „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის „არტაანული ფელტონი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონი „გელა ნათელაშვილი, ერთგული რაინდი მეფე ერეკლესი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელტონი „ვალი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ იმედაშვილის მიერ გამოცემული ივანე ბუქურაულის თხზულება „ზურაბის კოშკი“ 3 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის სამკითხველოს თანამშრომლის, მავრი სპირიდონის ძე ტუსკიას სამადლობელი წერილი იმ შემომწირველებისადმი, რომლებმაც სამკითხველოს ფულადი დახმარება გაუწიეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მოთხრობა „საუბარი ორთა შუა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე ნომერში სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური სტატია „ბანკის საქმე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ რუსეთის რამდენიმე ქალაქის, მათ შორის მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის, მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილში „მიმოვლა რუსეთისკენ“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბერძენოვის „კორრესპონდენცია სოფ. ხაშმიდან“ ხაშმსა და მიმდებარე სოფლებში ყურძნის მწირ მოსავლიანობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა არისტო ქუთათელაძის წერილი „ფოთიდან მოსკოვამდი“ საქართველოდან რუსეთში საზღვაო და სახმელეთო გზით მოგზაურობის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ეკონომიკური საკითხების შესახებ გამოქვეყნდა დასასრული გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა?“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 თბერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სვიმონ ჩომახიძის განცხადების თანახმად, ქუთაისის გუბერნიის სტამბაში სახელძღვანელოები, საერო და საეკლესიო წიგნები, ქართული და რუსული კალენდრები იყიდებოდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მ. ტერ-აკოფოვის კორესპონდენცია „გორიდგან“ გორში გამართული სასამართლო პროცესის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა მიქელ პეტრიძის წერილი „დასაწყისია თუ დასასრული?“ ბატონყმობის გაუქმებით გამოწვეული პრობლემების შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის 11 აგვისტოს კრებაზე უნდა განეხილათ თბილისის გუბერნიის სოფლის მკვიდრთა ქოლერისგან დასაცავად 12 000 მანეთის გამოყოფის საკითხი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ უჯარმაში ქოლერით დაავადდა 34 და გარდაიცვალა 23 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ ხაშმში ქოლერით დაავადდა 9 და გარდაიცვალა 8 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ პატარძეულში ქოლერით დაავადდა 7 და გარდაიცვალა 5 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ 6 იანვარს ხიდის ჩატეხის გამო გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით ქართული თეატრის წარმოდგენა გადაიდო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე სენაკში 19 იანვარს სცენისმოყვარეების მიერ დადგმული პირველი ქართული სპექტაკლის შესახებ წერდა.