რეგისტრირებული ფაქტები32235
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მომვლელისთვის 240 მანეთი შეიტანეს, ე. აგლაძის დასახმარებლად – 765, ოლღა ჭავჭავაძისას ბინის ქირისთვის – 45000, იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად ჟურალ „განათლებისთვის“ – 400, ჭრა-კერვის სკოლისთვის - 120, განათლების საზოგადოებისთვის - 120, განათლების ფონდისთვის - 1000.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში კანცელარიის ბინის ქირისთვის 18600 მანეთი შეიტანეს, საკანცელარიოს გათბობის, განათებისა და სხვა წვრილმანებისთვის – 20000, საზოგადო კრების საჭიროებისთვის – 3000, ინვენტარისთვის – 5000.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის ხარჯთაღრიცხვაში სარევიზიო კომისიის წევრების გასამრჯელოდ 6 000 მანეთი შეიტანეს. ამ თანხიდან ყოველ დასრულებულ რევიზიაზე თითოეული წევრისთვის 1 000 მანეთი უნდა გადაეხადათ. მთლიანი რევიზია წელიწადში ორჯერ ტარდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის საზოგადოების მოულოდნელი ხარჯებისთვის 150000 მანეთი გადადეს, ხოლო სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის – 300000.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ სამინისტრო უწყების სკოლებში დიმიტრი სტაროსელსკის მიერ დამტკიცებული გეგმა გააუქმა და „კაზარმული დისციპლინა“ დანერგა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ პირველდაწყებითი სკოლების პირველ განყოფილებაში ქართულ ენაზე სწავლება გააუქმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 30 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 189 სასწავლო დღე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასასრულს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) 96 ბავშვი იყო, 55 – I განყოფილებაში, 28 – II-ში და 13 – III-ში. შემდეგ განყოფილებებში გადავიდა I-დან – 48 მოსწავლე, II-დან – 23 და III-დან – 9-მ სწავლა დაასრულა, დარჩა I-ში – 7, II-ში – 5 და III-ში – 2 მოსწავლე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) 105 ბავშვი გამოცხადდა, მათგან 58 ახალი, ხოლო 47 ძველი მოსწავლე, II და III განყოფილებაში. წლის განმავლობაში სკოლა 9 მოსწავლემ (3-მა 1-ლი კლასიდან და 6-მა მე-2-დან) დატოვა და სამინისტრო სკოლაში გადავიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დიდი ხნით შეჩერდა კულტურული ცხოვრების მსვლელობა, რადგან ადგილობრივი მთავრობა აქტიურად შეუდგა გარუსების პოლიტიკის გატარებას.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს მეფისნაცვალმა დიმიტრი სტაროსელსკიმ სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რის შედეგადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებულ პირველდაწყებით სკოლებში (პირველ განყოფილებაში) ქართულ ენაზე სწავლება ნებადართული გახდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის მასწავლებლებს ნინო ივანეს ასულ ლაშხაურს და ანა ნიკოლოზის ასულ ჯაჯანიძეს თვიური ანაზღაურება 4 თუმანი გაუხდათ, მანამდე მათი ხელფასი თვეში 3 თუმანი იყო. ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს კი ხელფასი თვეში 4 თუმნის ნაცვლად 54 მანეთით შეეცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოება 1879 წელს გენერალ სტაროსელსკის დახმარებით დაარსდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში დაამტკიცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილებით გამგეობას იმ განყოფილებების ლიკვიდაცია დაევალა, რომლებიც აღარ მოქმედებდნენ და განახლების იმედიც ნაკლები იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობას თავის მიერ შეძენილი რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონების გამოსაცემად მომზადება დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე უშანგი ელიავამ აღნიშნა, რომ წლიურ ანგარიშში საზოგადოების წლიური მოგება უნდა ყოფილიყო ნაჩვენები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დიმიტრი დუმბაძემ აღნიშნა, რომ გამგეობას წლის განმავლობაში მეტი წიგნის გამოცემა შეეძლო. მან ასევე განაცხადა, რომ გამგეობას სარევიზიო კომისიის დაუკითხავად გამგეობის წევრების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბიბლიოთეკას, რომელიც ერობისთვის არ გადაუციათ, საზოგადოება აძლევდა დახმარებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის დაწყებითი სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1919 წლის იანვრიდან გამგეობამ ბათუმის სკოლის შესანახად ყოველთვიურად 3000 მანეთი გადადო, მაგრამ ეს თანხა არ დასჭირდათ, რადგან ადგილობრივმა განყოფილებამ თვითონ მოიპოვა სკოლის შესანახი თანხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სამგანყოფილებიან სკოლაში 3 მასწავლებელი იყო და თითოეულ კლასს თავისი მასწავლებელი ჰყავდა. I განყოფილების პედაგოგი იყო ნინო ივანეს ასული ლაშხაური, II განყოფილებისა – ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი, III განყოფილებისა – ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა და ერთ ოთახში სკოლის გამგე იყო დაბინავებული. მასწავლებელი ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი იყო.

