საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოებამ დაიწყო ფიზიკის, „დედა ენის“ (I ნაწილი), კრილოვის არაკებისა და „ალის“ ბეჭდვა, რასაც ერთი წლის განმავლობაში 144498.67 მანეთი დასჭირდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ნესტორ აბესაძე იყო, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო იოსებ იულონის ძე დადიანი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ შიუკაშვილი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ბიბლიოთეკარ კ. რუხვაძეს ნაყოფიერი შრომისთვის ერთდროული დახმარება 500 მანეთი გადაეცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მასთან დაუყოვნებლივ ჩასულიყო წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს დაადგენდა და წინა წლის გვალვით მიყენებულ ზარალსაც გამოთვლიდა. მოიჯარე ითხოვდა, რომ გამგეობის წარმომადგენელი წინასწარ დათქმულ დღეს ჩასულიყო საგურამოში, რომ ის ადგილზე დახვედროდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძემ, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა იმ სახლისა და ქონების მეთვალყურეობა, რომელიც განსვენებულმა ილია ჭავჭავაძემ „საზოგადოებას" უანდერძა, 1909 წლის 17 სექტემბერს გამგეობას წერილობით აუწყა სახლის სავალალო მდგომარეობა: მეთვალყურის თქმით, ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა ყველა ნივთი გადაატანინა და რკინებით მიმაგრებული პირსაბანისა და აბანოს ქვაბის გატანასაც აპირებდნენ მისივე განკარგულებით, რაც ძალიან დააზიანებდა კედელს და საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდიდა ისედაც უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ სახლს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ნოემბერს ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძეს სადაზღვევო საზოგადოების მთავარი სააგენტოდან აცნობეს, რომ 17 ნოემბერს, დღის 12 საათზე, იწურებოდა თბილისში, მე-10 ნაწილში (მონაკვეთში), ანდრიას ქუჩაზე მდებარე მისი სახლის ქონების დაზღვევის თანხის – 1300 მანეთის ვადა და სთხოვეს დროულად ეცნობებინა სააგენტოსთვის დაზღვევის განახლების თაობაზე. სააგენტოდან გაგზავნილ ცნობას ხელი მოაწერა საზოგადოების მთავარმა აგენტმა ვ. გ. მელქუმოვმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ალექსანდრე ყიფშიძის მემორანდუმის მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია მოხსენება შევსებულიყო შემდეგი საკითხებით: ილიას საგურამოს მამულისა და თბილისის სახლის მართვა-გამგეობის წესის შემოღება; ოლღა ჭავჭავაძისგან იჯარით აღებული ზაქარია გურამიშვილისეული მამულის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცნობა;  საზოგადოების მამულებიდან მიღებული შემოსავლების (1908 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული) დაჯამება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ ამავე წლის 1-ლ იანვარს საზოგადოების წიგნსაცავში 6615 ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი ირიცხებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავში წასულიყო იქაური სკოლის მდგომარეობის შესასწავლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე გიორგი გამზარდიამ წარადგინა გამგეობის 1918 წლის ანგარიში, რომელიც კრებამ მოიწონა და დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) წარადგინეს 1918 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) განიხილეს და დაამტკიცეს 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია, მდივანი − გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას 1918 წლის საწევროს 10% გაუგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას შესთავაზა, საწევრო გაეზარდათ 5 მანეთამდე, ხოლო მუდმივ წევრთა გადასახადი − 100 მანეთამდე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ მიმართა მთავარ გამგეობას, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის გაეწიათ მეთვალყურეობა და ასევე გაეზარდათ კრედიტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილებას (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) შეატყობინა, რომ კრედიტს 20 000 მანეთამდე გაუზრდიდა, მაგრამ სენაკის წიგნის მაღაზიის თბილისის განყოფილებისთვის მიკუთვნების თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის სხდომებს არც ერთხელ არ დასწრებია თავმჯდომარე ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა, მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე და პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი დაესწრნენ 11-ჯერ, იორდანე მიხეილის ძე გოცაძე – 3-ჯერ, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ვანო დავითის ძე საყვარელიძე – 5-ჯერ, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე – 2-ჯერ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები სენაკში საკვირაო სკოლის გახსნის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ გამგეობას შეატყობინა, რომ ისინი კონტროლს უწევდნენ მათ მფარველობის ქვეშ მყოფ ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს და ასევე რევიზიის ჩასატარებლად გზავნიდნენ ვასილ კანდელაკს.