საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32235

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა გაუგზავნა და თელავის დაწყებით სკოლაში მისი მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის გამგეობამ სულ განიხილა 17 საქმე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც გამგეობის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, მისი ამხანაგი – ნინო ალექსანდრეს ასული თურქიასი, მდივანი – დავით ქაიხოსროს ძე მეძმარიაშვილი, ხაზინადარი – ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბაძე, სულ 5 სხდომა გამართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები, საწვავის რაიონული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მ. მ. ბრაილოვსკი, საწვავის კომისიის წევრები – მ. ა. ოგანეზოვი, კ. ნ. საპიცკი, ლ. ი. ზაკტრეგერი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოლივერ უორდროპის ინიციატივით შეიქმნა ინგლის-საქართველოს საზოგადოება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის საქველმოქმედო ფონდი დააარსა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის გაზაფხულზე მარჯორი უორდროპი ჩამოვიდა საქართველოში მშობლებთან და მეორე ძმა თომასთან ერთად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 ნოემბერს მარჯორი უორდროპი საქართველოდან ოდესის გავლით გაემგზავრა ლონდონში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 3 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აპრილში ოლივერ უორდროპი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა აუწყა სიღნაღის საზოგადოების განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება წიგნის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ. მაღაზიის გამყიდველმა სალიკვიდაციო თანხა 1 500 მანეთი აიღო. წიგნები საბითუმო ფასად შეიძინა სიღნაღის სამაზრო ერობის წიგნის მაღაზიამ. ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები კი ვალის ანგარიშში კოოპერატივ „მეგობრობას“ გადაეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა, გამგეობას აუწყა საზოგადოების სიღნაღის განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება განყოფილების გაუქმების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, განყოფილებას უნდა ეარსება, თუ ის მთავარ მიზნად ხალხში წიგნების გავრცელებას დაისახავდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს გამართულ ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრებას ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები – სამთო მრეწველობის კომიტეტის წარმომადგენელი გ. ნ. აგაბაბოვი, მეწარმეთა წარმომადგენელი ა. ა. ენფიანჯიანცი, თბილისის სავაჭრო-საწარმოო კომიტეტის წარმომადგენელი ა. ა. ხანაგოვი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს გამართულ ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგ შეკრებაზე მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები, დამოუკიდებელი პირები და თბილისის ხის მწარმოებელთა  თავმჯდომარეები – ა. ვ. ბელიავსკი და ა. ზ. მადათოვი.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა კონტრევოლუციური საქმიანობის გამო პარტიიდან გააგდეს.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 დეკემბერს ანჯელო ანდრეოლეტიმ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასავლის ნაწილის ჩანაწერის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაოებისთვის 141. 91 მანეთი მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს შუამდგომლობა სთხოვა, რომ მომავალ სათავადაზნაურო კრებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 1911 წლის 18 ივლისს შეპირებული 2 500 მანეთი გამოეყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 მარტს ვასილ ეგიაზაროვს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მშენებლობისთვის საჭირო მასალაში 80 მანეთი გადაუხადეს, გადასახდელი დარჩათ 24. 02 მანეთი.