საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32172

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ ხელახალ არჩევნებზე ქართველებმა ვასილ აბულაძე აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს გაუქმდა შედეგები სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნებისა, რომელშიც ქართველთა კანდიდატმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა გაიმარჯვ, ამიტომ ქართველებმა განჯის საოლქო სასამართლოს წევრის, ვასილ აბულაძის კანდიდატურა წამოაყენეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა არ დაამტკიცა სოხუმის ქალაქისთავის არჩევნების შედეგები და ქართველთა მიერ არჩეულ ალექსანდრე სარაჯიშვილს გამარჯვება წაართვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქალაქისთავის თანამდებობაზე რუსების მიერ წარდგენილი ბერენსი ერობის უფროსად მსახურობისას თანხების გაფლანგვის შემდეგ სოხუმში გაიქცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის რუსმა ამომრჩევლებმა ქალაქისთავის თანამდებობაზე ბერენსის კანდიდატურა წამოაყენეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქართველმა ამომრჩევლებმა ქალაქისთავის თანამდებობაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა წამოაყენეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 24 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ შექმნა კომისია, რომელსაც მინდობილი ჰქონდა პურით ვაჭრობის საკითხის განხილა. კომისიამ განიხილა პ. ს. ღამბაროვის მოხსენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებათა ვაჭრებისა და მწარმოებელთა ამხანაგობის დაარსების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მესამე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები. ყუთი დადგეს 18 კაცზე, რომელთაგან უნდა აერჩიათ 6. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი, მიხეილ ეგ. ბლეტკინი, თ. ი. ბაღდანოვი, ვ. გ. ვარლამოვი, იბრაჰიმ ბექ ვექილოვი, ნიკიტა არტემის ძე გრიქუროვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 8 ოქტომბერს ქალაქის მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვმა გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა 6 ოქტომბერს არჩეულ ხმოსანთა სია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 აგვისტოს ბორჯომის მჟავე წყლის თეატრში ვასო აბაშიძისა და ნ. ჯავახიშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“, „პატარა კახი“ და „დედის ერთა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრემ სეზონი გახსნა ტრიფონ რამიშვილის „მეზობლებით“. სპექტაკლის რეჟისორი იყო ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ თბილისის ხორცის დუქნების გამგე-კომისიის სხდომაზე განიხილეს დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის შეტყობინება 1520 სული საკლავი საქონლის 42 000 მანეთად შესყიდვის შესახებ. კომისიამ დაადგინა, რომ ნ. ალიხანოვს აღარ ჰქონოდა უფლება, მცირე კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაუკითხავად საქონლის შესყიდვისა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ თბილისის ხორცის დუქნების გამგე-კომისიის სხდომა. კომისიის თავმჯდომარე იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, წევრები – ი. ა. სულხანიშვილი და მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქალაქ სოხუმში არჩეულ ხმოსანთა სია ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა დაამტკიცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმში ქალაქისთავის თანამდებობაზე გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილმა ვენაში ჩამოასხა ქართული შრიფტი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გიროგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში გაემგზავრნენ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში ქართველი მესტამბე სტეფანე მელიქიშვილი ვენაში მოღვაწეობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მიხეილ ესაკია ფოთის პორტში მსახურობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმები საქართველოში დათარაშებოდნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის რაზმებმა 1905 წლის რევოლუციის მონაწილეები შეიპყრეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ლუარსაბ ანდრონიკაშვილი პეტერბურგში მოღვაწეობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ვექილი გიორგი სიდამონ-ერისთავი პეტერბურგში საქმიანობდა.