საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ეკატერინე სოლომონის ასულმა აბელოვისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 3. 76 მანეთი აღმოჩნდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს, კვირას, 11 საათზე, ქართული სკოლის შენობაში დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) საზოგადო კრებაზე განსახილველი საკითხები იყო: 1911-1912 წლების საფინანსო ანგარიში, 1911-1912 და 1912-1913 სასწავლო წლების სწავლა-აღზრდის ანგარიშები, გამგეობის წევრთა რაოდენობის შემცირება 11-მდე, გამგეობისა და სკოლის ინსტრუქციის დამტკიცება, გამგეობის თავმჯდომარის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე), მიუხედავად სახსრების ნაკლებობისა, საჭიროდ ცნო ქართული სკოლის 25 წლის იუბილეს აღნიშვნა და სადღესასწაულო პროექტის შემუშავება გამგეობის ახალარჩეულ შემადგენლობას დაავალა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე) 1911-1912 და 1912-1913 სასწავლო წლების სწავლა-აღზრდის ანგარიშების მოსმენის შემდეგ საჭიროდ ცნო, რომ მომავალ ანგარიშებში წარმოდგენილი ყოფილიყო დაწვრილებითი ცნობები პედსაბჭოების სხდომებზე მასწავლებელთა დასწრებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობის შესახებ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის საერთო კრებამ, რომლის მდივანი იყო ვარლამ ბურჯანაძე, გამგეობის ახალარჩეულ შემადგენლობას სასკოლო, საეკლესიო, სამეურნეო და სათეატრო სექციების გამოყოფა დაავალა. გამგეობას ასევე დაევალა სკოლისა და გამგეობის ინსტრუქციის პროექტის დეტალურად განხილვა და სამოქმედოდ დამტკიცება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) მინადორა ტოროშელიძემ განაცხადა, რომ იმ წელს განყოფილების გამგებლობაში 6 ბიბილიოთეკა დაემატა და საზოგადოება, შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობდა მათ უზრუნველყოფას. იგი საჭიროდ მიიჩნევდა დამატებით 5000 მანეთის გამოყოფას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე საზოგადოების თანამშრომლებისთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის მოზრდილებისთვის განკუთვნილი მოთხრობების წიგნი 2000 ეგზემპლარად გამოსცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კალენიკე ნინიძემ განაცხადა, რომ იმ დროს აუცილებელი იყო ბიბლიოთეკების საზოგადოების განკარგულებაში ყოფნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე კირილე ნინიძემ და ქრისტინე შარაშიძემ ერთდროული დახმარების მიღებაზე უარი განაცხადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციას, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სახალხო წიგნების დასაბეჭდად 3000 მანეთი ჰქონდა, მაგრამ წლის მანძილზე გაწეული რეალური ხარჯი 3458. 04 მანეთი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად დიმიტრი დუმბაძე და სოფრომ ტარუაშვილი აირჩიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობის 9 წევრი აირჩიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად მეთოდე კაკაბაძე და ლეო ნათაძე აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა“ 2 000 ეგზემპლარი გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე საზოგადოების თანამშრომლების მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს და მათთვის ხელფასის გაზრდა მოითხოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად იაკობ თომას ძე ცინცაძე, სოლომონ ეგნატეს ძე თავაძე და სოლომონ იასეს ძე დოლიძე აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის მოთხრობების კრებულის I და II ნაწილი გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ფარული კენჭისყრით გამგეობის წევრებად აირჩიეს დავით კარიჭაშვილი, დავით ონიაშვილი, ოლღა სოლოღაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, ნინო ნაკაშიძე, პავლე საყვარელიძე და ივანე გომართელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა სიღნაღში, ლიხაურში, ლანჩხუთში, ონში, ოჩამჩირეში, ოზურგეთში, სამტრედიაში, სენაკში, სოჩაში, სოხუმში, სამურზაყანოში, ხაშურში, ხიდისთავში, ხონში, ქუთაისში, ტუაპსეში, ხაშმში, ფოთსა და ქვემო მაჩხაანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა თელავში, ალაგირში, ახალციხეში, არმავირში, ბათუმში, ბაქოში, ბორჯომში, გორში, გუდაუთაში, გუმბრში, დუშეთში, ერევანში, ვანსა და ვლადიკავკაზში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს კ. სვიმონიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლების მოსაწყობად დახმარება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვა, მისთვის ეცნობებინათ, ოსმალეთის წარმომადგენლის, ნორმანისთვის თანხის დაბრუნების შეწყვეტის შემთხვევაში სამომავლოდ როგორ დაერეგულირებინათ ფასები. რეზოლუციაში ეწერა, რომ, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების თანახმად, მილიციის უფროსს აცნობეს ვერცხლისა და ოქროს ფულის აღმოჩენის დროს როგორ უნდა მოქცეულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დაასახელეს საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომელთაც ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო – 300 მანეთი: ბარბარე ირაკლის ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონისა, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი და ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამგეობას ხარჯთაღრიცხვა უნდა ეწარმოებინა, რომ მთავრობისგან სკოლებისთვის საჭირო თანხა მოეთხოვა.