საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები4455

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ ალავერდის ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის თაოსნობით გაიმართა 32 კაციანი წინასწარი კრება (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი), რომლის მიერ მიღებული დადგენილების 1-ლ პუნქტში განცხადებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის დაარსების გადაწყვეტილება. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა „თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის თერგის ოლქის ზემო და ქვემო ხევის თემთა საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება", გამგეობის ადგილსამყოფელი – ვლადიკავკაზი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის თანახმად, რაჟდენ ანდრიას ძე ფიცხელაურმა გადაიხადა 1912 წლის საწევრო 15 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრმა მიხეილ ივანეს ძე ერისთავმა გადაიხადა 1912 წლის საწევრო 50 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის მიხედვით, სტეფანე სვიმონის ძე ელიაძემ გადაიხადა ორი წლის საწევრო: 1911 წელს – 283 მანეთი და 50 კაპიკი, 1912 წელს კი – 100 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიების მიხედვით, დავით იოსების ძე მეტრეველმა გადაიხადა 1908 და 1912 წლის საწევრო 3-3 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის მიხედვით, მიხეილ მოსეს ძე მღვდლიევმა (მღვდლიშვილმა) გადაიხადა 1912 წლის საწევრო 10 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოსაპოვებლად. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე, წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, ვარლამ დიმიტრის ძე მდგვარელს, გადახდილი ჰქონდა საწევრო, 3 მანეთი. 

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა, ვასილ და თევდორე ლუარსაბის ძე ლებანიძეებმა, გადაიხადეს საწევრო 6 მანეთი. 

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, პიატიგორსკის ეპისკოპოს ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძეს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლების საწევრო, 10-10 მანეთი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: გედევან გიორგის ძე ქუთათელაძემ, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა, ტრიფონ მეგრელიშვილმა, გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა და სავლე იოსების ძე აბულაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: გიორგი კონსტანტინეს ძე ჯაფარიძემ, გიორგი ყანჩაველმა, დავით ღუდუშაურმა, ილო ზაქარიას ძე მჭედლიშვილმა და კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ხუციშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძემ, დავით ალექსანდრეს ძე სოლოღაშვილმა, ირაკლი წერეთელმა, კოსტა ნიკოლაიშვილმა და მარიამ პავლეს ასულმა ბურჯანაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ვლადიმერ გიორგის ძე კოტოტაშვილმა, ივანე ილიას ძე ბაქრაძემ, კირილე ნიკიფორეს ძე მებუკემ, ივანე გერასიმეს ძე ბახტაძემ, ერმალოზ იოსების ძე წულაიამ და ივანე მელიტონის ძე ისაკაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ვასილ შამათავამ, ივანე ლავრენტის ძე მესხმა, ივანე გიორგის ძე ჯაფარიძემ, სიმონ ნიკოლოზის ძე ჭეიშვილმა, კოლა ზურაბიშვილმა და ბარნაბ გედევანის ძე ლაბაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ალექსანდრე გიორგის ძე ტყემალაძემ, ვლადიმერ წიკლაურმა, ვლადიმერ დავითის ძე ჩხეიძემ, სოფიო მიხეილის ასულმა აბაიშვილმა, ნინო ტრიფონის ასულმა აბაიშვილმა და ქეთევან დავითის ასულმა რცხილაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ქეთევან კოსტას ასულმა სვიმონიშვილმა, ნიკოლოზ გიორგის ძე საგინაშვილმა, გიორგი ლევანის ძე წილოსანმა, არჩილ მიხეილის ძე იანვარაშვილმა, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჩუხრუკაშვილმა და იონა ბოკერიამ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: დავით მიხეილის ძე თეთრაძემ, ბაგრატ მიკირტუმოვმა, იოლა არტემის ძე მაისურაძემ, არჩილ საყვარელიძემ, ელისაბედ ზაალის ასულმა მესხიშვილმა და ნინო ალექსანდრეს ასულმა ჯორჯაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: გიორგი ვასილის ძე ხახუტაშვილმა, ლევან ბესარიონის ძე ქართველიშვილმა, მიხეილ ესტატეს ძე მორჩილაძემ, ივანე იოსების ძე ყანდაშვილმა, დავით ილარიონის ძე ხახუტაშვილმა, დავით ლონგინოზის ძე ყანჩაველმა და ერმალო მაჭავარიანმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: კალისტრატე ნესტორის ძე ლალიაშვილმა, დავით იოსების ძე აბულაძემ, შალვა ვასოს ძე თაქთაქიშვილმა, კონსტანტინე გოქსაძემ, ამბროსი არჩილის ძე ჭიჭინაძემ და ლევან ივანეს ძე ახალშენიშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: გიორგი დავითის ძე მაისურაძემ, ალექსანდრე ხვედელიძემ, ქეთო ივანეს ასულმა ლომთათიძემ, ალექსი ლუკას ძე მელუამ, დავით ქაიხოსროს ძე იაშვილმა, სერგო ალექსის ძე გოქსაძემ და არქიპო სოფრომის ძე ჩალაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ნიკო პავლეს ძე მაისურაძემ, გრიგოლ ილ.-ს ძე კოტეტიშვილმა, არჩილ ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, გიორგი პავლეს ძე ყუბანეიშვილმა, სოფიო ვასილის ასულმა ყოჩიაშვილმა, ტრიფონ ჭიჭინაძემ და როსტომ გამყრელიძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: გრიგოლ ვასილის ძე წერეთელმა, ტიხონ პეტრეს ძე მიხეილიძემ, ანა ივლიანეს ასულმა როინაშვილმა, პლატონ კორძაიამ, ნატალია ქუთათელაძემ, ლუბა ჭანტურაშვილმა, მარო კვირკველიამ და კაპიტონ ტრიფონის ძე ჭანიშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: სონია წერეთელმა, ქსენია ლეონიძემ, ნიმფა ვასილის ასულმა აბაშიძემ, კოსტა ნართუშვილმა, ლიდა ნართუშვილმა, ნადეჟდა შალიკაშვილმა, თამარ გვარაძემ და ონიფანტე გორგაძემ.