რეგისტრირებული ფაქტები33127
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთორმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ სომეხ მსახიობ პავლე არტემას ძე ქალანთაროვს (არაქსიანს) უსრულდებოდა სცენაზე მოღვაწეობის 25 წელი და იუბილეს მომწყობ კომისიას განზრახული ჰქონდა აღენიშნა ეს თარიღი 1913 წლის 2 იანვარს სახაზინო თეატრში, გამგეობას კი სთხოვდნენ ზნეობრივ დახმარებას. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ეკატერინე რევაზის ასულმა გაბაშვილმა, რომ გამოეცათ მისი საყმაწვილო მოთხრობები, რომლებსაც ბეჭდავდნენ ჟურნალებში – „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა ე. გაბაშვილის თხოვნის შესრულება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ დაეფარათ ბანკის ვალი, რომელიც აიღეს ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესასყიდად. გამგეობამ დაადგინა, რომ ბანკის ვალს გადაიხდიდნენ იმ ფულით, რომელსაც ა. ფრიდონოვი გადასცემდა საზოგადოებას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან. თავდაპირველად გამგეობა მისგან 1913 წლის 1-ლ იანვარს მიიღებდა 12875.84 მანეთს და შემდეგ 1913 წლის პირველ ივლისს მიიღებდა იმავე ოდენობის თანხას. გამგეობამ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ალექსანდრე ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს შეკითხვა ალექსანდრე ხახანაშვილის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ, რომელიც გამგეობამ ცნობად მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილმა საზოგადოებას შესწირა 97 ცალი „ფილოქსერა და მასთან ბრძოლა“ ბიბლიოთეკებსა და სკოლებში დასარიგებლად. გამგეობამ დ. ჩოლოყაშვილს მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გრიგოლ გიორგის ძე გეგეჭკორმა საზოგადოებას შესწირა ორი ძველი თეთრი ფული, ნაპოვნი აბასთუმანში სანატორიუმის საძირკვლის თხრის დროს. გამგეობამ მას მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ოზურგეთში მოვაჭრე მუსტაფა-ალი ოსმან-ოღლიმ საზოგადოებას შემოსწირა 1774 წლიანი ერთი ვერცხლის რუსული მანეთიანი. გამგეობამ მას მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ არქიპო პატარაიამ საზოგადოებას შესწირა გურიაში, სოფელ მელექედურში, ნაპოვნი ერთი ვერცხლის ძველი ფული ლათინური წარწერით. გამგეობამ ა. პატარაიას მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ პარუნბეკოვმა საზოგადოებას შესწირა 25 მანეთი, რისთვისაც მას გამგეობამ მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ტყის გამგე გრიგოლ აბაკელიამ საზოგადოებას შესწირა ერთი ძველი ხმალი, რისთვისაც მას გამგეობამ მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცამეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე მგელაძე და მუზეუმის ამშენებელი კომისიის წევრები: თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილი და მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთოთხმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა მიქელაძე და ფილიპე მგელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიების განაწილების შესახებ. გამგეობამ სტიპენდიების განაწილების საკითხი მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ორი სია წიგნების მეტ-ნაკლებობისა, რომელიც მაღაზიისა და საწყობის აღწერის დროს შეადგინეს და რომლის საფუძველზეც გამგეობამ მაღაზიისა და საწყობის რევიზია დაავალა შალვა მიქელაძეს, შიო დედაბრიშვილს, არჩილ ჯაჯანაშვილს და იპოლიტე ვართაგავას. ბუღალტერიის რევიზია დაევალათ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფილიპე მგელაძეს, ხოლო კანცელარიის რევიზია დაავალეს ლუარსაბ ბოცვაძეს და ალექსანდრე მდივანს. მათ რევიზია უნდა დაესრულებინათ იანვარში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა ბუნდოვანი სურათების შესახებ, რომლებიც, მისივე გადმოცემით, ლუარსაბ ბოცვაძეს შეუძენია და ამის გამო დასდებია საზოგადოების ვალი. გამგეობამ დაადგინა, რომ ი. გოგებაშვილისთვის მიეწოდებინათ ცნობები ამ ვალისა და ბუნდოვანი სურათების შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (მდივანი - ი. ბაქრაძე) აცნობებს თბილისს, რომ ფილიალის გამგეობამ მთავარი გამგეობის წესდების გათვალისწინებით შეიმუშავა სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნისა და საქმიანობის წესდების პროექტი, რომელიც განსახილველად წარუდგინა ქუთაისის გუბერნიის განყოფილებების გამგეობების წარმომადგენელთა კრებას. ამ უკანასკნელის დადგენილების საფუძველზე კი პროექტი საზოგადოების ორგანოში გამოსაქვეყნებლად ეგზავნება მთავარ გამგეობას, რათა მან საყოველთაო განხილვის შემდგომ საკუთარი შეხედულებისამებრ საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი დაბეჭდოს, როგორც ფილიალების სახელმძღვანელო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანმა იასონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისა და სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოების ანგარიშები.
1893
ტიპი: ღონისძიება
ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშის თანახმად, 1893-1894 წლებში კავკავის ქართულ სასწავლებელში გამოცდების შედეგად პირველიდან მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს 32 მოსწავლე, მეორიდან მესამეში – 14 და მესამიდან მეოთხეში – 9.
1893
ტიპი: ღონისძიება
ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 1893-1894 წლებში კავკავის ქართულ სასწავლებელში სწავლობდა 69 მოსწავლე: პირველ განყოფილებაში იყო – 35 (22 ვაჟი, 13 ქალი), მეორეში – 15 (10 ვაჟი, 5 ქალი), მესამეში – 12 ვაჟი და მეოთხეში – 7 ვაჟი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში სწავლა გრძელდებოდა 4 წელიწადს, სასწავლებელი შედგებოდა 4 განყოფილებისგან და ჰყავდა 2 მასწავლებელი.
1894
ტიპი: ღონისძიება
ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წელს კავკავის სკოლის შენობისთვის 2118. 36 მანეთი შევიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22 ოქტომბერს დასრულებულ კავკავის სასწავლებლის მშენებლობას ს. დ. ყაზბეგი ხელმძღვანელობდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, ალ. პ. სარაჯიშვილისა და ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე კავკავის სასწავლებლის სასარგებლოდ შევიდა 545 მანეთი, დაიხარჯა – 512. 18, ვალი დარჩა – 482. 38.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, ალ. პ. სარაჯიშვილისა და ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის ანგარიშიდან გაირკვა, რომ 1888 წლის 14 მაისიდან 1894 წლის პირველ იანვრამდე სხვადასხვა წყაროდან კავკავის სასწავლებლის სასარგებლოდ შევიდა 15 310. 49 მანეთი, დაიხარჯა – 14 781. 42, რამდენიმე პირისთვის მისაცემი ჰქონდათ – 1 044. 47, შესაბამისად ვალი დარჩა – 523. 20 მან.

