საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1803

ტიპი: თანამდებობა

1803 წელს მათე რუსაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1803

ტიპი: თანამდებობა

1803-45 წლებში გიორგი სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილი ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1803

ტიპი: თანამდებობა

1803 წელს მათე რუსაძე ქვედა მესხეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1803

ტიპი: თანამდებობა

1803-52 წლებში ბესარიონ ხოსიას ძე კიკნაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის პირველ თებერვალს გენერალ-ლეიტენანტი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი თბილისში ჩამოვიდა.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის 9 მარტს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე გულიაკოვმა ბელაქანი აიღო.

1803

ტიპი: გარდაცვალება

1803 წლის 18 აპრილს დედოფალმა მარიამ გიორგის ასულმა ციციშვილმა მოკლა გენერალ-მაიორი ივანე პეტრეს ძე ლაზარევი. ის სიონის ტაძარში დაკრძალეს.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე გულიაკოვმა ლეზგინები დაამარცხა მდინარე ალაზანზე.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის 22 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ჯავად-ხან განჯელის წინააღმდეგ გამოვიდა.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის დეკემბერში გენერალ-ლეიტენანტ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა განჯა ალყაში მოაქცია.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის 2 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი გრიგოლ კაციას ძე დადიანი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ახპატის შემოგარენის მაცხოვრებლებმა სომეხ ლტოლვილებს შეატყობინეს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი გეგმავდა სპარსთა რაზმთან ერთად მათზე თავდასხმასა და ტყვედ წაყვანას სპარსეთში.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს სომეხ ლტოლვილთა ახპატში გაჩერებული ქარავნის მეთაურებმა თბილისის გუბერნატორს შეატყობინეს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს განზრახული ჰქონდა სომხების ჩართვა რუსების წინააღმდეგ აჯანყებაში. მეთაურებს გუბერნატორისათვის მიჯრით მიწერილი სამი წერილისთვის დაურთიათ ალექსანდრე ბატონიშვილის სომხებისადმი მიწერლი წერილის ასლი.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ახპატში გაჩერებულ სომხებს მოუწოდა, შეერთებოდნენ რუსების წინააღმდეგ აჯანყებას. იგი შეპირდა, რომ არასდროს არ შეუქმნიდა პრობლემებს არც ერთ მათგანს და ნება დართო მათ მეთაურებს, ძღვენი მიერთმიათ მისთვისა და შაჰისთვის.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ახპატში გაჩერებულ სომეხ ლტოლვილებს მისწერა ქართულ ენაზე შედგენილი წერილი, სადაც იგი მოუწოდებდა სომხებს, შეერთებოდნენ რუსების წინააღმდეგ აჯანყებას.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა თავის მხარეს გადაებირებინა ლეკები და სხვა ტომები, რომლებიც ქართველების ისტორიულ მტრებად ითვლებოდნენ.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს მეფე ერეკლეს ძე, ალექსანდრე ბატონიშვილი სათავეში ჩაუდგა აჯანყებულ ყაზახ და ბორჩალოელ თათრებს და ლორეს შემოგარენი დაარბია.

1804

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევიდან ირკვევა, რომ თბილისის მუშკეტერთა ბატალიონის მაიორი იოსებ მონტრეზორი 1804 წელს კარაკლისთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისისკენ მიმავალი მაიორი მონტრეზორის რაზმი სპარსთა ალყაში მოექცა. რაზმს მოუხერხებია ალყის გარღვევა და ტყით გაუგრძელებია გზა. კარაკლისიდან 10 ვერსის მანძილზე მონტრეზორის რაზმს ალექსანდრე ბატონიშვილი დასხმია თავს. რაზმს ვერ მიშველებია მაიორი ხაჯაევის კარაკლისში განლაგებული ბატალიონი და მონტრეზორი თავის მებრძოლებთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა. სტატიიდან ირკვევა, რომ იოსებ მონტრეზორისთვის მისი უკანასკნელი ბრძოლის ადგილზე დაუდგამთ ძეგლი, რომელიც 1827 წლის 8 ოქტომბერს, ერევნის აღებიდან შვიდ დღეში, დანგრეულა მიწისძვრისაგან.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. სტატიაში წარმოდგენილი ციციანოვის რაპორტიდან რუსეთის იმპერატორისადმი ირკვევა, რომ მაიორი ხაჯაევი, რომელსაც 1804 წელს კარაკლისის დაცვა დაევალა, თავის დროზე მეფე ერეკლეს მიუღია კაპიტნად არტილერიაში, ხოლო შემდგომ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით ციციანოვის ჯარში გადაუყვანიათ. ციციანოვის თქმით, ხაჯაევი არათუ საარტილერიო საქმეში, უბრალო არითმეტიკაშიც კი ვერ ერკვეოდა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს რუსთა ჯარის მთავარსარდალმა ციციანოვმა კარაკლისის დაცვა, ერევანზე სალაშქროდ გაწვეული მაიორი მონტრეზორის ნაცვლად, დაავალა სარატოვის მუშკეტერთა პოლკის მაიორ ხაჯაევს.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს მაიორ მონტრეზორის ბატალიონი მთავარსარდალ ციციანოვის ჯარებს შეერთებია ერევნის მისადგომებთან.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისს, რომელიც რუსეთ-სპარსეთის ომის დროს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო, იცავდა თბილისის მუშკეტერთა ბატალიონი მაიორ იოსებ მონტრეზორის ხელმძღვანელობით.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის ივნისში ყაზახი და ბორჩალოელი თათრები ხელს უშლიდნენ რუსებს დაემყარებინათ კავშირი თავის ჯარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა პავლე ციციანოვი.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს საქართველოში რუსთა ჯარების მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა, თბილისის სომეხი მთავარეპისკოპოსის, იოანეს თხოვნით კარაკლისიდან პამბაკში გააგზავნა ცხენოსანთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სომეხი ლტოლვილების გადაადგილება პამბაკის (რუსულ წყაროებში ბომბაქის, დღევანდელი ლორეს) მხარეში.