საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72318

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების დასაწყებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეული თელავში გაგზავნეს. გავლენიანი პირები სოფლებშიც ქმნიდნენ რაზმებს. ჩოლოყაშილი მათ პერიოდულად ხვდებოდა და რჩევებს აძლევდა. სიკო ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე სულხანიშვილს კი მათთვის სურსათის მიტანა ევალებოდათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში რამდენჯერმე შეხვდა გენერალ კოტე აფხაზს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პარიზში სალომეა ანდრონიკაშვილმა შეასრულა „სალომეს ცეკვა“ შტრაუსის ოპერიდან „სალომე“. სიმფონიურ ორკესტრს თავად ავტორმა უდირიჟორა. წარმოდგენის ნახვის შემდეგ ოსიპ მანდელშტამმა ს. ანდრონიკაშვილს ლექსი მიუძღვნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ივანე ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“ ივანე ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-1916 წლებში ივანე ანდრონიკაშვილს ბათუმის ქალაქისთავის თანამდებობა ეკავა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1902 წლებში ივანე ანდრონიკაშვილი იყო კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარი ექსპერტი და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. იგი აგრონომიული ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით საჩვენებელ ნაკვეთებს აწყობდა და ახალ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს ცდიდა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (შემდგომში კ. ა. ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემია) დაამთავრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი დიმიტრი ჟლობას ბათუმში შეხვდა. მათ ერთმანეთი ტვერსკის პოლკში გაიცნეს, რომელიც მეფის მთავრობის დროს თურქმენეთში იდგა. მაშინ ჟლობა ჩოლოყაშვილის ასეულში ვახმისტერი იყო. მათი ნაცნობობის წყალობით ჩოლოყაშვილის დივიზია და ათასეული განადგურებას გადაურჩა.

ტიპი: თანამდებობა

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ბათუმში შეხვედრია ჟლობას, რომელსაც კარგად იცნობდა ტვერსკის პოლკიდან, რომელიც თურქმნეთში იდგა მეფის მთავრობის დროს. ამ დროს ჟლობა ვახმისტერი ყოფილა ქაქუცას ასეულში. სწორედ ამ ნაცნობობის წყალობით მომხდარა ისე ,რომ ქაქუცას დივიზია და ათასეული არ განუიარაღებიათ. ხოლო როდესაც ცხნოსანი დივიზია და პირველი ცხენოსანი ათასეული შეაერთეს ჟლობამ ქაქუცას ცხენოსანი ჯარის უფროსობა შესთავაზა,რაზეც უარი მიიღო. სამაგიეროდ კი მისივე მითითებით ფრიდონ წულუკიძე დაინიშნა სარდლად

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა საჯავახოდან წამოსვლის შემდეგ მის ასეულში მყოფ შარაშენიძეს ქართლში გადასვლაში დახმარება სთხოვა. ხიდისთავში ისინი კომუნისტების პირველ კრებაზე აღმოჩნდნენ.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების მიხედვით, 1924 წელს დავით ჭავჭავაძემ სამეგრელოში გაჭირვებით მოაგროვა ასიოდე ცხენოსანი, რომელთაც სამეგრელოდან მოულოდნელად უკანდახეულ სხვა ნაწილებთან ერთად საჯავახოს სადგურზე მოუხდათ ბრძოლა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დავით ჭავჭავაძე მთავრობამ სამეგრელოში გაგზავნა ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ჭავჭავაძემ წაიყვანა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სიმონ ქვარიანი ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში, სადაც კოოპერატიული გამგეობა „შრომის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა მიიწვია სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად და მას სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა მუშაობა დაიწყო ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში, სადაც მადნის მუშა-მზიდავთა და წვრილ მრეწველთა ინტერესების დასაცავად ძლიერი ოპოზიცია ჩამოაყალიბა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს საქართველოში დაბრუნებულმა სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ქუთაისში ამხანაგობა „ზღვარი“ დააარსა, ამერიკული ვაზებისა და ნამყენების საჩქოლე (სანერგე) შექმნა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ჩააბარა დამამთავრებელი გამოცდები უნივერსიტეტში მწერლობის ფაკულტეტზე საფრანგეთში.

1987

ტიპი: განათლება

სიმონ ქვარიანმა უმაღლესი აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო. ის საფრანგეთში 1887 წელს გაემგზავრა და სწავლობდა ჯერ ქ. ლიონში, შემდეგ – მონპელიეში, ბოლოს კი – პარიზში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სიმონ ქვარიანმა დააარსა ფარული წრე, სადაც თბილისის უფროსი კლასის მოსწავლეებს სოც. პოლიტ. საკითხებზე რეფერატებს უკითხავდა. ამ წრეში ხანდახან მიდიოდა და კამათში მონაწილეობდა 16 წლის სოსო ჯუღაშვილი.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წელს მთავრობამ განმეორებითი თხოვნით მიმართა დავით ჭავჭავაძეს სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიამ კი მის უარს ისევ სამშობლოსთვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით უპასუხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წელს მთავრობამ დავით ჭავჭავაძეს ცხენოსანი ჯარის შექმნა სთხოვა, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა. ალექსანდრე სულხანიშვილის ცნობით, ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბებისა და ჯარში მტკიცე დისციპლინის დამყარების უფლებას. მთავრობა ამ პირობებზე არ დათანხმდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს გიორგი მაზნიაშვილის თაოსნობით სამტრედიიდან ბათუმისაკენ მიმავალ სამ ეშელონს ნატანებში ჯავშნიანი მატარებელი შეუერთდა. მაზნიაშვილმა იქ შეიტყო, რომ მე-4 ქართული ლეგიონის უფროსი პოლკოვნიკი ს. წერეთელი ოზურგეთში აკავებდა თავისივე ლეგიონიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს და ხელახლა ადგენდა ლეგიონს, ხოლო მე-2 ქვეითი ლეგიონის უფროსი ფარნაოზ ყარალაშვილი ბათუმიდან წამოვიდა და ქობულეთში დაბანაკდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს სამტრედიის სადგურიდან ბათუმის ფრონტისაკენ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით სამი ეშელონი დაიძრა. მაზნიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან დაეხმარებოდნენ და ოზურგეთის მაზრაში ჯარისკაცების მობილიზებას შეძლებდა.