საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1083

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკო ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე 1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ნიკო ცხვედაძე.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წლის 25 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილმა სარევიზიო კომისიის წევრობისგან განთავისუფლება სთხოვეს.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების კომისიის თავმჯდომარე იყო. ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი – ამავე კომისიის წევრები.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წელს ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკოლოზ მთვარელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრობას ნიკო ცხვედაძე ასრულებდა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ნინო ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავს ანებებდა ქალთა კომისიის წევრობას.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 14 იანვარს იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ საკუთარი სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა დატოვა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილი, კალისტრატე ცინცაძე და სერგი გორგაძე აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საისტორიო კომისიის წევრებად (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე და ივანე გედვენის ძე გომართელი გრიგოლ დადიანის პრემიის სამწერლო კომისიის წევრებად აირჩიეს (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების მისამართით ფოსტით გაგზავნილ კორესპონდენციებზე ვექილობა მიანდო.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს პეტრე მამრაძემ თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ აღარ ყოფილიყო ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელი პირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შალვა ანტონის ძე მიქელაძე ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად წარადგინა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, პეტრე ქურხული, გედევან ქუთათელაძე, მიხეილ ქიმერიძე, დავით ქადაგიძე, მეთოდე ქათამაძე, დავით ქარუმიძე, ვახტანგ ღამბაშიძე, დავით ღოღობერიძე, ანდრია ღულაძე, კონსტანტინე ყაზახაშვილი – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევრო გადასახადს იხდიდნენ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ნესტორ ყუბანეიშვილი, კონსტანტინე ყავრიშვილი, ესტატე შუშანია, ნესტორ შავდია, კონსტანტინე შენგელია, ბესარიონ შანიძე, ვალერიან შალიკაშვილი, ანდრია შუბლაძე, ისაკ ჩეკურიშვილი, ჩიტო ჩხეიძე – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევრო გადასახადს იხდიდნენ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, სპირიდონ ჩოლოყაშვილი, რომან ჩიკოიძე, ევგენი ჭოღოშვილი, ანდრია ჭიაბერაშვილი, ნიკოლოზ ჭრელაშვილი, ივანე ჭავჭავაძე, ვლადიმერ ცაგურია, ქრისტეფორე ციცქიშვილი, ნიკო წუწუნავა, სერგეი წერეთელი – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევროს იხდიდნენ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, სვიმონ, რომანოზ და დიმიტრი ხუნდაძეები – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევრო გადასახადს იხდიდენ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტანტინე და ესტატე ჩერქეზიშვილები – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევროს იხდიდნენ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, იასონ, არჩილ, ნიკოლოზ, სოფიო, მიხეილ, ალექსანდრე, ივანე ციციშვილები – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევროს იხდიდნენ.