საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1983

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 8 აპრილს თბილისში დაკრძალეს მინადორა გორგილაძისა, რომელიც ს.დ.მ.პ. ლიტერატურას არალეგალურად ავრცელებდა.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ინჟინერი გიორგი სფეტანეს ძე მოსეშვილი იუწყება მისი მეუღლის, ვერა ალექსის ასული მოსეშვილის გარდაცვალების შესახებ. ამცნობს მის ნაცნობებს და ნათესავებს პანაშვიდისა და დაკრძალვის ადგილისა და დროის შეახებ.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე დარია ნესტორის ასული ტყემალაძე შვილები: გალაქტიონი, კლავდიოზი, მიტროფანე და ირაკლი ტყემალაძეები იუწყებიან მამის დეკანოზ აბესალომ ტყემალაძის გარდაცვალების შესახებ და ამცნობენ ნათესავებს პანაშვიდის შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ელ დეკემბერს ახალქალაქის გამგეობა კოოპერატივის წევრებს აუწყებს მათი თანამშრომლის, თამარ ალექსანდრეს ასული კეზელი-თარხან-მოურავის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ნეკროლოგს შალიკო (კოხტა) გიგინეიშვილის შესახებ, რომელმავ ორი წელი გაატარა ტყვეობაში, გერმანიაში. რევოლუციის შედეგად განთავისუფლებულ სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ დანიშნეს ქართული ლაშქრის 1-ელ ქვეითთა რაზმის ტყვიისმფრქვეველთა გუნდში. იბრძოდა ახალქალაქის მაზრაში, სომხებთან ომის დროს და ფოცხოვის ბრბოებთან შეტაკების დროს (1918-19 წლებში); მეოთხე ათასეულთან ერთად 8 თვე გაგრის ფრონტზე იბრძოდა დენიკინის წინააღმდეგ, შემდეგ გაგზავნეს აჭარაში. 1-ელ ივლისს მან 26 კაცით რამდენჯერმე მოიგერია მტერი, მაგრამ საბოლოოდ მოკლეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს ბათლომე გრიგორის ძე მეგრელიძემ აუწყა ნათესავებსა და ნაცნობებს მეუღლის, მარო ელიზბარის ასულ მეგრელიძის, გარდაცვალების შესახებ. ის უნდა დაეკრძალათ 5 დეკემბერს, 3 საათზე, სოფელ ქვენობანში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით სოფიო მაღალაშვილი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებს, რომ გარდაიცვალა მისი მეუღლე მიხეილ მაღალაშვილი. დაკრძალვა გაიმართება 4 დეკემბერს სოფელ ჩოჩეთში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს ვანო და ვახტანგ იაშვილებმა ნათესავებსა და მეგობრებს მათი მამის ევგენი იაშვილის გარდაცვალება აუწყეს. იგი 3 დეკემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ილია სტეფანეს ძე თარგამაძის სამძიმარს საყვარელი მეუღლის, ნუცა იასონის ჩხიკვაძის ასულის გარდაცავლებას და ნათესავთ ამცნობს, რომ ორმოცის პანაშვიდი გაიმართება სოფელ კვახჭირში (სადგური რიონი) ქვაშვეთის ეკლესიაში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება პოდპორუჩიკის სიმონ ათანასის ძე მჟავანაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი გაიმართება ყოველდღე, ფეოდოსიევის ქუჩის 20 ნომერში.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში თბილისში დეკანოზი ნიკოლოზ წერეთელი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 სექტემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ნიკოლოზ (კოლა) კონსტანტინეს ძე ეგაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს ივლიანე გრიგოლის ძე ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მისი პანაშვიდი გაიმართა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 სექტემბერს (ძველი სტილით) 12 საათზე ბათუმთან ბრძოლის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოდპორუჩიკ გიორგი (ჯორჯიკა) მიხეილის ძე ორჯონიკიძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გამართვა იყო დაგეგმილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ფასანაურში გარდაიცვალა აფთიაქის პატრონი ილიკო ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომ მათ შემოსწირეს სასადილოს 300 მანეთი გამგეობის წევრ ნ. ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 5 ოქტომბერს, დილის ათ საათზე კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში განსვენებულ ზინა რაგუტოვსკის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს სენაკის ადგილობრივი ეკლესიის გალავანში ტრაგიკულად დაღუპული ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიას დაკრძალვა იყო დაგეგმილი.