საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1984

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 იანვარს, ღამით ქ. ქუთაისში, თეთრ ხიდთან უცაბედად ერთ მოწაფეს რევოლვერი გაუვარდა. ტყვია მოხვდა გიმნაზიელ ქათამაძეს, რომელიც იქვე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 ივლისს წლის პანაშვიდს გადაუხდიან უდროოდ გარდაცვლილ პორუჩიკ კონსტანტინე (კოლია) ერასტის ძე ბესელიას სოფელ ნოსირში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 ივლისს თბილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ დეკანოზი ანტონ კეკელია გარდაიცვალა. იგი ბანძაში დაკრძალეს.

1941

ტიპი: გარდაცვალება

1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 ივლისს, საღამოს 5 საათზე, პირვ. სასურსათო საწყობის ეზოში მომხდარმა შემთხვევამ იმსხვერპლა მუშები. საწყობის გამგე ანდრო რამიშვილს იქ ჰყოლია ცხოველები. მეჯინიბეებს ევალებოდათ მათი მოვლა და ყველაფრისთვის მათ აზღვევინებდა. რამიშვილის გოჭი ჩავარდნილა ფეხსალაგში, მის გადასარჩენად ჩასულან მუშები _ სოსო არუთინოვი და გიორგი ჩიტაძე. არუთინოვი შიგ ჩაიხრჩო, მიეშველა დავით ავალიშვილი და მასაც იგივე ბედი ეწია, ყვირილზე მიეშველნენ პეტრე იორდანიშვილი და თეოფილე გამცემლიძე, რომლებიც ცოცხალ-მკვდრები ამოიყვანეს. ამ შემთხვევის გამო განახლებულ ლითონზე მომუშავეთა კავშირის გამგეობა იმედოვნებს, რომ რამიშვილს და მის დამქაშებს პასუხისგებაში მისცემენ.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 ივლისს სოფელ იყალთოში ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საპატიო წევრი დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს იასონ აფაქიძე აუწყებს ნათესავებს, რომ გარდაიცვალა მისი სიდედრი ნინო თარხან-მოურავი, რომლის დაკრძალვა გაიმართება 3 დეკემბერს თბილისში, დუშეთის ქუჩაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 მაისს აზერბაიჯანთან ბრძოლაში დაიღუპნენ მოხალისე გვარდიელები, საშა იოსელიანი და ტარიელ ღაჭავა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ივლისს „ერთობა“ იუწყება, რომ ზუგდიდში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები – სილ. გერსამია, ალმ. აბრამია და რაჟ. ყურაშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 24 აპრილს სახადით გარდაიცვალა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ახალციხის მაზრის მიწის მუშათა საბჭოს წევრი ყადირ-გული ოღლი გვარამაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 ივლისს ღამით ბროსეს ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა მოკლეს ჰასან-ბეგ აგაევი _ აზერბაიჯანის რესპ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. საქმის გამოძიება მიენდო საგანგებო საქმეთა გამომძიებელ დილევსკის.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდის ცხენოსანი პოლკის გვარდიელის კოსტა კობიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. იგი ოსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა ცხინვალის ხეობაში.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა პეტრე ბობორიკინის გარდაცვალების ცნობა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 25 ივლისის „ერთობაში“ თბილისში მყოფი კიევის ქართველი სტუდენტობა იუწყება კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის კურსდამთავრებულების – მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილისა და ივანე ალექსანდრეს ძე ზუბაძის გარდაცვალებას.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 თებერვალს ქ. ელიზავეტპოლისა და ს. ზურნაბათის გზაზე ვერაგულად დახოცეს ზურნაბათის შავი ჭირის წინააღმდეგ მებრძოლი სადგურის ბეითლები: ალექსანდრე ივანეს ძე სილვანოვი და გიორგი გრიგოლის ძე ჟერნოკოვი, აგრეთვე სადგურის მეეტლე სილიბისტრო ხარჩენკო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 ივნისს ბაქოს „ჩრეზვიჩაიკამ“ 49 კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 26 ივნისამდე ბაქოში დახვრიტეს ქართველი ოფიცრები: პოლკოვნიკი ნიკოლოზ თუმანოვი, გენერალი ა. გ. მაყაშვილი და კორნეტი ა. თოფურიძე, რომელიც საგანგებო მინდობილობათა მოხელედ მსახურობდა ბაქოს „საგრადონაჩალნიკთან“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ილია წინამძღვრიშვილის ნეკროლოგი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 სექტემბერს ხონში უდროოდ გარდაიცვალა ამბაკო ჩაკვეტაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

ირაკლი წერეთელი 1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ აქვეყნებს ნეკროლოგს მისი ძმის, ლევანი წერეთლის პანაშვიდის შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აქვეყნებენ განცხადებას, რომ გარდაიცვალა პეტრე მეტრეველი. გამოსვენება იქნება არამიანცის საავადმყოფოდან დილის 9 საათზე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აკეთებენ განცახადებას, რომ არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა პავლე მეტრეველი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის მაისში სოფელ სვიმონეთში სახადით გარდაიცვალა პრივატდოცენტი დავით ალექსის ძე ყიფშიძე.