საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები960

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს დავით კეზელი უმაღლესი მთავრობის ბრძანებით გაათავისუფლეს სასჯელისაგან, რომელიც თბილისის სასამართლო პალატამ განუსაზღვრა. მას სამშობლოში ცხოვრების უფლება მიანიჭეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 11 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მგალობლიშვილი ქუთაისის ციხეში იხდიდა სასჯელს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ ივანე აგიაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ყველა უფლება-უპირატესობა და ოთხი წლით მადანზე სამუშაოდ გაგზავნეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, მურტუზ ოზიევი და ბაისოლტან გაზიკოვი მცხეთისა და თბილისის ფოსტის გაძარცვაში ეჭვმიტანილები იყვნენ.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის საქალაქო საქმეთა საკრებულომ მიიღო გუბერნიის სამმართველოს წერილი მოქალაქეთა მოურავის, ედიგაროვის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას ბრალად ედებოდა სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 24 ნოემბერს, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს" თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა გრაკალის სადგურის უფროსის თანაშემწის, იოსებ ალექსანდრეს ძე კეზელის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად აღსრულება, რასაც მოჰყვა მატარებლების დაჯახება და მსხვერპლი. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 28 იანვარს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ციხიდან გაათავისუფლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს ქალაქის აღმასრულებელ-დამფასებელი კომისიის წევრის, ნ. ზ. თუმანოვის საქმე (აღძრული სიყალბისთვის) გადაეცა მეორე განყოფილების გამომძიებელს, რომელმაც რამდენიმე მოწმეს ჩვენება ჩამოართვა.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, გლახა აბაშვილი ქურდი იყო.

1853

ტიპი: ნასამართლეობა

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯავახოვმა დედამისი დანაშაულის ჩადენაში წამქეზებლად დაასახელა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 31 მაისს ივანე გომართელი ჟურნალ „ალიონში“ გამოქვეყნებული წერილის „როგორ შექმნა ადამიანმა ღმერთი“ გამო ერთი წლით დააპატიმრეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 24 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა საქმე გრაკლის სადგურის კონდუქტორ პეტრე იუდინისა, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად შესრულება.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის გადაწყვეტილებით მოქალაქე ჯალალოვმა, რომელმაც ააშენა საავადმყოფო გადამდებ სენიანთათვის, მესამე რიგის მოწმობა აიღო მეორე რიგის მოწმობის ნაცვლად. კანონდარღვევისათვის მას 150 მანეთის გადახდა დაეკისრა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში მიხეილ ელერჯიას საქმე განიხილებოდა, რომელიც ქურდობაში იყო ბრალდებული.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, პავლე პაპალოვს საზოგადოებრივი ქონების მითვისებაში ედებოდა ბრალი.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 3 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ივანეს მიხეილის ძე შენიკოვის საქმე, რომელსაც ცოლის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 26 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელზეც ნინა სვიმონოვისას ვერის განაპირა უბანში მდებარე მიწისა და გზის თაობაზე ედავებოდნენ.

1854

ტიპი: ნასამართლეობა

1854 წელს ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი მემამულე მირონ ამიროვმა დაატუსაღებინა.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს საოლქო სასამართლომ დაადგინა, თედო ნიკუჭაძეს მკვლელობისთვის ზოგიერთი უფლებამოსილება ჩამორთმეოდა და წლინახევრით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვი დააპატიმრეს.