საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები960

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1954

ტიპი: ნასამართლეობა

1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრეში გაწევრიანებული სოფრომ მგალობლიშვილი ამ საქმიანობისათვის მოგვიანებით დააპატიმრეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ირაკლი მათიკაშვილი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს ივანე ხაჩატუროვის საქმე. მას ტივჩუკი ცილისწამებაში სდებდა ბრალს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილის საქმე განიხილეს. მას კბილის ექიმი ტარასოვისა ცილისწამებაში სდებდა ბრალს. სასამართლომ თუმანიშვილი გაამართლა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 22 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ სოლომონ აბულაშვილის საქმე განიხილა, მას ძმის, მიხეილ აბულაშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით ციხე მიუსაჯა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში დუშეთში ამირაღოვს თავისმა გამყიდველმა, ალექსანდრე შავერდოვმა მაღაზიიდან 50 თუმანი მოჰპარა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 17 ნოემბერს ტარას ფუტკარაძეს, ანტონ მელქაძესა და თევდორე ბალანჩივაძეს სასამართლომ გემის ძარცვისთვის ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში პოლიციელ საღურ-ოღლის მკვლელობასა და იუნკერ შერვაშიძის დაჭრაში ბრალდებულები ქვემო აჭარის უფროსთან თვითონ გამოცხადდნენ.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 18 ნოემბერს თიანეთის პოლიციამ თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი თელავის მაზრის უფროსთან გაგზავნა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 16 ნოემბერს ერწოს ნაწილის ბოქაულმა თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი დააკავა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 17 აპრილს პეტრუზა სანტრუსოვი თეატრიდან ლაბადების მოპარვის გამო დააკავეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ საბუთების ქურდობაში ბრალდებული ბიჭილო თოფურია გაამართლა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 12 ივნისს ქუთაისის სასამართლო პალატაში საბუთების ქურდობაში ბრალდებულ ბიჭილო თოფურიას საქმე განიხილეს. სასამართლომ თოფურია უდანაშაულოდ სცნო.

1893

ტიპი: ნასამართლეობა

1893 წლის 6 მარტს გიორგი კუკურას ძე ლომაიას 1890 წლის 1-ელ იანვარს ობუჯში დათა ფიფიას დუქნის ძარცვის ბრალდებით წელიწადი და ორი თვე ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 20 ნოემბერს პოლიციელმა ყუბისა ოსიპოვმა იოსებ ეფრემიძის დაჭრაში ბრალდებული ლუკა ისაკაძე შეიპყრო. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის სასამართლოში 1893 წელს დაჭერილი გიორგი კუკურას ძე ლომაიას საქმე თავიდან განიხილეს. ადვოკატ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ძალისხმევით ლომაიას უდანაშაულობა დამტკიცდა და ბრალდებულს ყველა ბრალდება მოეხსნა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქტორის, გრიგოლ პალმის საქმე უნდა განეხილა. მას ბათუმელი კომისიონერი ჰაჯი-რიზა აბაევი ცოლის წამებაში ადანაშაულებდა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში ვანო ზურაბის ძე ლაფაჩის მკვლელობაში პოლიციამ საკა ბესტავაშვილი და ლაფაჩის ერთი თანასოფლელი დაადანაშაულა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში ციმბირიდან გამოქცეული ყაჩაღი უტიაშვილი კალაურში დაიჭირეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის გაზაფხულზე ძმებმა პოლოვცოვებმა რედაქტორ მეშჩერსკის გამოქვეყნებული წერილის გამო რედაქციაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძმები დააპატიმრეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წელს თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირის გავრცელების ბრალდებით საქონლით მოვაჭრეების, აღალო და ზაქარია მკალავიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში რედაქტორმა მეშჩერსკიმ ძმები პოლოვცოვების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში განცხადება შეიტანა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში სასამართლომ ს. ი. ზურაბოვსა და მარტირუზოვს გ. ბ. საყვარელიძის გაქურდვისთვის 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.