საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები959

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დაიჭირეს რუბენ ვახტანგიანცი, რომელიც თავს ასაღებდა მსახიობ გიორგი ვახტანგიშვილად. მას ბრალად ედებოდა 150 რუბლისა და ქსოვილების გატაცება კლუბიდან.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასულ წინამძღვრიშვილის მოკვლაში ბრალდებულ ეიუბ-სალა-ოღლის მელიქ-ადამოვი იცავდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბორისოვი თავმდების დახმარებით გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წელს კატორღამისჯილი ხეთაგური სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ივანე ანდრიას ძე გოგოკაშვილი, რომელიც 30000 მანეთის ღირებულების სახელმწიფო ნივთებს ყიდდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ წინამძღვრიშვილი ცოლის მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს. წინამძღვრიშვილმა თავისი საქმე გამოსაძიებლად სასამართლო პალატას გადასცა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ სალა ოღლის ქონება ჩამოართვეს და 6 წლითა და 8 თვით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხეთაგურს რამდენიმე ადამიანის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მელნიკოვს ცილისწამება ედებოდა ბრალად. მოსამართლემ იგი გაამართლა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილს მომრიგებელმა მოსამართლემ, სლინკომ გრიგოლ მელნიკოვის საქმე განიხილა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ქიშმიშოვი თეოფანე ბორისოვს თავდებად დაუდგა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დოლგოლენკო მოკლული ოღღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მეუღლის – მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილის ადვოკატი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ სტეფანოვს ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილს მეუღლის, ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის, მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბარისოვის საქმის განხილვაზე სასამართლომ 10 მოწმე დაიბარა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვანო ბერაიას მიერ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იყო დაწყებული.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი მელიშვილი ოქროს ქინძისთავის ქურდობის გამო დააკავეს.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოსო ვარძელოვი ქურდობისთვის დააკავეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის აპრილში იბრაჰიმ-ბაგირ-ოღლი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონტი ზიბზიბაძეს ესტატე თურმანიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 31 მარტს ილია ნატროევი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ნატროევს გრიგოლ ჩიტაევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბდულა-აბას-ოღლი აკოფოვის მაღაზიიდან რევოლვერის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 3 აპრილს თბილისში სპარსეთის ქვეშევრდომი აბდულა-აბას-ოღლი დააპატიმრეს.