საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები960

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

ტიპი: ნასამართლეობა

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დააპატიმრეს 1924 წლის 25 მაისს, კომენდატურაში მიიღეს 4 ივნისს („საკამენდატუროში მიღებულია პატიმარი ჟორჟოლიანი სოლომონ“, ხელს აწერს თანამშრომელი მესხი), საქმის წარმოება დაიწყო 1924 წლის 11 აგვისტოს. იქამდე, 3 ივნისს, დაკავებული დაჰკითხა ძაგანიამ. ჟორჟოლიანს ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე ის, რომ საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღე წმენდდა იარაღს. (ოქმზე, რომელშიც ჟორჟოლიანს შევსებული აქვს საკუთარი მონაცემები დაპატიმრების დროდ მითითებულია 25 მაისი, უფრო ქვემოთ დაკავებულის ხელმოწერის დღედ მითითებულია 4 მაისი).

1018

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში რევოლუციურმა ტრიბუნალმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარისკაც ვლადიმერ წურქავას ორი თვით ციხე მიუსაჯა.

1853

ტიპი: ნასამართლეობა

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1854

ტიპი: ნასამართლეობა

1854 წელს ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი მემამულე მირონ ამიროვმა დაატუსაღებინა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიიყვანეს უზომოდ მთვრალი დუშელი კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედებოდა დუქანში ჩხუბის ატეხვა და ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით ის გამოსაფხიზლებლად ჰაუპტვახტში დატოვს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში გლახა და აკა ავსაჯანიშვილების საქმე განიხილეს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილეს ივანე ფიცხელაურის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა გლეხ ანდრია ურჯუკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აღალო და იოსებ მატინოვების სარჩელის განხილვა იაგორ მატინოვის მიერ მათი კუთვნილი ბაღის მითვისების თაობაზე.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ეგნატე ტუზოვის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე გალუსტ შაუმოვს ედავებოდა თანხას 152 მანეთის ოდენობით.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა ივანე შადუნოვის სარჩელის განხილვა, რომელიც ნატალია არშაკუნისა და მარია დოვლათოვასგან ვალის დაბრუნებას მოითხოვდა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა თავად ყარამან არღუთინსკი-დოლგორუკოვის სარჩელის განხილვა, რომელიც გენერალ-მაიორ მაკარ ორბელიანისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 ივნისს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა ყალბი ასიგნაციების გამოცემის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების – გიგოლა ვართანოვის, იაგორ სარქისოვისა და ბუღდან სარქისოვის – საქმეების განხილვა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 24 ივლისს თბილისის სამსჯავროში დანიშნული იყო მძარცველობის ბრალდებით დაკავებული პირების – ნიკოლოზ ბელოვის, სერგეი გრემელოვის, არტემ ხალათოვის, არტემ პეტრუსოვისა და შერმაზან ბედიაშვილის – საქმეების მოსმენა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ელისაბედ ფავლენოვას სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ანდრია გაბაშვილისგან გირავნობის ქირის გადახდას ითხოვდა.

1869

ტიპი: ნასამართლეობა

1869 წლის 13 იანვარს მოქალაქე გიგო პეტრუზოვმა ხანჯლით დააზიანა მეტეხის ტაძარში დასვენებული წმინდა ნინოს ხატი. პოლიციამ დამნაშავე ტაძრის დეკანოზის ჩვენების საფუძველზე იმავე საღამოს დააკავა.

1869

ტიპი: ნასამართლეობა

1869 წლის 12 მარტს ქუთაისში გაიმართა შორაპნელი ეფროსინე თუთბერიძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების – ივანე და იაკინთე თუთბერიძეებისა და მღვდელ დავით კიკვაძის – სასამართლო პროცესი. მათ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრეში გაწევრიანებული სოფრომ მგალობლიშვილი ამ საქმიანობისათვის მოგვიანებით დააპატიმრეს.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წლის თებერვალში მოურავი პეტრე დუდაური და გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლის გაქურდვაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

1877

ტიპი: ნასამართლეობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 28 იანვრის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძემ სურამელი ვაჭარი გაძარცვა და დაჭრა.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრევსკისას მკველობაში თანამონაწილე პეტრე გაბისონიას ყოველგვარი ღირსება ჩამოართვეს და 10 წლით ციხეში გაგზავნეს, რომლის მოხდის შემდეგ ციმბირში გადაასახლებდნენ.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, უ. პლიუსჩევსკის შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

1882

ტიპი: ნასამართლეობა

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო კორესპონდენციის ავტორ ივანე აბაშიძეს ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ სერგო მღებრიშვილის 3 თვით დაპატიმრება გადაწყვიტა.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ ქარუმიძეს ერთი თვით დაპატიმრება მიუსაჯა.