საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15485

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 სექტემბერს ფსევდონიმით „ლაზ. მეხის-შვილი“ გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა სერგეი მესხის ლექსი „მაშო“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ქალების სახელოსნო შკოლა თბილისში“ როგორც თვითონ სასწავლებლის შესახებ, ისე ქალების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ბარბარე ქობულოვის არქივში შემონახული მარიამ ბატონიშვილის ლექსები „საქმროსთან ორი შაირი“ და „ყაბართოს იყო მზე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფაელაშვილის „კორრესპონდენცია კიევიდან“ კიევის სასულიერო აკადემიის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VII ნაწილი ფილიპე დათეშიძის ნარკვევისა „მუშა ხალხის ქალისა და ოჯახის მდგომარეობა ევროპის წინა-სახელმწიფოებში“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სტატია „უკვდავების წამალი“, ციებ-ცხელების მკურნალობის ახლებური მეთოდების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელი ბლაღოჩინის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის წერილი „ორიოდე სიტყვა“ დახრუკვის, იგივე დაკუტების, დაავადებაზე, რომელიც, ავტორის დაკვირვებით, უმეტესად ქმარშვილიან ქალებს ემართებოდათ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სტატია „ჭეშმარიტი შემთხვევა ქართლში“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სიმღერა ბედნიერისა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ვარსკვლავს“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ამერიკის შკოლები“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეპისკოპოს გაბრიელის საშობაო ქადაგება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეტლია ბებურიშვილის წერილი „უფალო რედაქტორო“ პეტერბურგის სამეცნიერო საზოგადოების მიერ 1868 წლის მიწურულს გამართული კონფერენციის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ზაქარია ხითაროვის ლექსი „ერთგულს მეგობარზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი „ორიოდე სიტყვა ჩვენის ახალი საზოგადოების შესახებ“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს თბილისელ მემამულეთა მიერ დაარსებული მწარმოებელი საზოგადოების გეგმებს.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ყვირილიდგამ“ შორაპნის მაზრის სოფლებში მამასახლისებისა და მოსამართლეების არჩევის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქართული თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის რუსულენოვანი წერილისა „რამდენიმე ცნობა საქართველოზე“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის ნარკვევი „გურაჯი“ ინგილოს ფსევდონიმით.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის წერილი „რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა“ ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი ფრიდრიხ შილერის დრამისა „ვილგელმ ტელლი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ მესამედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი-ნეკროლოგი ოდესაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პუბლიცისტისა და სტუდენტის, თომა მაჭავარიანის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის კორესპონდენცია გორის მაზრის სოფლებში მცხოვრები გლეხობის ყოფაზე ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი ფილიპე დათეშიძის ნარკვევისა „მუშა ხალხის ქალის და ოჯახის მდგომარეობა ევროპის წინა-სახელმწიფოებში“.