საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სტატია „ჭეშმარიტი შემთხვევა ქართლში“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სიმღერა ბედნიერისა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ვარსკვლავს“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ამერიკის შკოლები“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეპისკოპოს გაბრიელის საშობაო ქადაგება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეტლია ბებურიშვილის წერილი „უფალო რედაქტორო“ პეტერბურგის სამეცნიერო საზოგადოების მიერ 1868 წლის მიწურულს გამართული კონფერენციის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ზაქარია ხითაროვის ლექსი „ერთგულს მეგობარზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი „ორიოდე სიტყვა ჩვენის ახალი საზოგადოების შესახებ“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს თბილისელ მემამულეთა მიერ დაარსებული მწარმოებელი საზოგადოების გეგმებს.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ყვირილიდგამ“ შორაპნის მაზრის სოფლებში მამასახლისებისა და მოსამართლეების არჩევის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქართული თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის რუსულენოვანი წერილისა „რამდენიმე ცნობა საქართველოზე“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის ნარკვევი „გურაჯი“ ინგილოს ფსევდონიმით.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის წერილი „რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა“ ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი ფრიდრიხ შილერის დრამისა „ვილგელმ ტელლი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ მესამედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი-ნეკროლოგი ოდესაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პუბლიცისტისა და სტუდენტის, თომა მაჭავარიანის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის კორესპონდენცია გორის მაზრის სოფლებში მცხოვრები გლეხობის ყოფაზე ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი ფილიპე დათეშიძის ნარკვევისა „მუშა ხალხის ქალის და ოჯახის მდგომარეობა ევროპის წინა-სახელმწიფოებში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნა ნიკო ცხვედაძის მოსაგონარი მოსკოვში გარდაცვლილი დეკანოზის, მიხეილ გურგენიძის შესახებ, რომელსაც მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებზე უზარმაზარი ამაგი ჰქონდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „მოზარე“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე კერესელიძის ლექსი „ვუძღვნი ა. ფ.-ს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 10 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოტია ბერიძის ლექსი „დედა და შვილი“, რომელსაც წინ უძღვის მისივე წერილი ბავშვების სწორად აღზრდის საკითხებზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI – X ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის კორესპონდენცია ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლთან გამართული სადილის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ალექსანდრე მეგრელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ დადიანის ლექსი „ფიქრი სოფელში“.