საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15485

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ზაბიტ კაპლანოვმა მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ყრილობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 10 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსები „იმედი“ და „დარჩენილი ჩერგეზი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის საბჭოს მდივანმა სტეფანე ჭრელაშვილმა დაწერა თბილისის მმართველობის ასი წლის ისტორია, რომელიც ქალაქის გამგეობამ საიუბილეოდ გამოსცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა საგუბერნიო ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე ბორჩალოში გაგზავნა აგრონომი ს. მ. ზავაროვი მინდვრის თაგვებთან ბრძოლის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ტრამვაის დირექტორმა ა. ბლანშმა თბილისის გამგეობას პოლიციის 1-ლ, მე-2 და მე-3 ნაწილებში ტრამვაის ლიანდაგის შეკეთება სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების მდივანმა ეგნატე იოსელიანმა დაწერა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების 50 წლის ისტორია. 

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ტრამვაის დირექტორმა ა. ბლანშმა თბილისის გამგეობას პოლიციის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებში ტრამვაის ლიანდაგის შეკეთებაზე ზედამხედველად ტექნიკოს შახნაზაროვის დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა ფერმიკინმა თბილისის მესამე მომრიგებელ სასამართლოში საჩივარი შეიტანა მდიდარ ვაჭარ ნ. ს. ვართანბეგოვიზე – ითხოვდა მისთვის გადაეხდევინებინათ 20 მან, რომელიც ფერმიკინს ეკუთვნოდა ვართანბეგოვის შვილის სწავლებისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამმოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი „დ. ცხინვალის თეატრი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) IX ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატიის „თავ. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მსახიობ დავით მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი ილია ალხაზიშვილის ლექსი „ახალი ფრაკი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართველი მოღვაწე ქალები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარის წერილი „ანტუანის გამარჯვება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი თუმანიშვილმა სათეატრო მუზეუმს რუსულ ენაზე დაწერილი თავის თხზულებათა 3 კრებული შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სტუდენტმა-ბეითალმა გალაქტიონ მასხარაშვილმა მისთვის სწავლის დაფინასების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს აზნაურ კონსტანტინე ჯაფარიძის სახელით „დროებაში“ დასაბეჭდად პირველი წერილი გაუგზავნა. ეს წერილი არ დაბეჭდილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის მოგონება „ივანე მაჩაბელი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მუმლაძის თხზულება „უღირსი სამება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მიხეიილის ძე როსტომაშვილის ლექსი „მე არ მინდა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს მისწერა და „დროებაში“ თავისი წერილის გამოქვეყნება სთხოვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 მარტის „დროებაში“ ქვემო მაჩხაანის სკოლის შესახებ თეოფილე კანდელაკის წერილი დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცლში" სტუდენტმა დ. ს. ციციშვილმა მადლობა გადაუხადა ჟოზეფინა ანტონის ასულ ციციშვილს სოფ. ქარელში სტუდენტების დასახმარებლად საცეკვაო საღამოს გამართვისთვის.