საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, მომარაგების სამინისტრომ შინაგან საქმეთა მინისტრს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონიდან სომხეთში ხორბლისა და სურსათის გატანის შესახებ აცნობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შალვა ნუცუბიძემ კონსერვატორიის დარბაზში წაიკითხა ლექცია „პიროვნების თავისუფლება და ქალთა ემანსიპაცია“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, მკვლევარმა გ. მუშიშვილმა დაასრულა მუშაობა თემაზე „სოციალიზმი საქართველოში“ და გამომცემელს ეძებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ინჟინერ ბოგატინის და მის ამხანაგს უცხოეთში სათამაშოების გატანის უფლება მიეცათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს ჩრდილოეთ კავკასიის სოფელ ალაგირში მცხოვრები ქართველების წარმომადგენელმა, ილია უნგიაძემ, ოსებისგან თავის დასაცავად დახმარება სთხოვა. მინისტრი ზომების სასწრაფოდ მიღებას შეჰპირდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, სამტრედიიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა სოფელ იანეთის სოფლის საზოგადოებად დარეგისტრირებისა და ხაზინიდან ფულის გამოყოფის თხოვნის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების აღმ. კომიტეტის თავმჯდომარის ა. კოხრეიძის დეპეშა მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გამოვიდა და წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა შალვა ბერიძის ხელნაწერის უფლებით გამოცემული 220-გვერდიანი წიგნი „მეგრული (ივერიული) ენა, შესავალი და მასალები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივნისს თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორმა შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძემ თელავის, სიღნაღისა და ზაქათალას ერობებს რაიმე განკარგულების გამოცემამდე ზაქათალაში მცხოვრები სომხების საქართვლოს ტერიტორიაზე დატოვება უბრძანათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ ივნისს თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორმა შალვა მაღლაკელიძემ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქე ვალდებული იყო, მუდმივად თან ჰქონოდა მოწმობა სამხედრო ბეგარის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მაისს სახალხო სახლში რევაზ გოგნიაშვილის ქართული ოპერის „ქრისტინე“ წარმოდგენა გაიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჩალოს ნეიტრალური ზონის კომისრისგან, ალექსანდრე ლორთქიფანიძისგან მიიღო ცნობა, რომ სადგურ სადახლოში 40 ვაგონამდე ლტოლვილი ბერძნები იყვნენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ბათუმში გამგზავრების ნებართვას ითხოვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მაისს დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა ქართული ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ექიმ გროგოლიასგან დეპეშა მიიღო ეროვნული გმირების საჩუქრებისთვის განკუთვნილი 100 000 მანეთის სოხუმიდან გამოგზავნის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოსაწვევად 100 000 მანეთის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს გამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“. პირველ ნომერში დაიბეჭდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის ტექსტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მას დართული ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920).

1910

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა სომხეთის მინისტრთა თავმჯდომარის, ამაზასპ ოგანესის ძე ოგანჯიანისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ორი წლისთავზე მისალოცი დეპეშა მიიღო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, იბეჭდებოდა და მალე გამოვიდოდა იოსებ გრიშაშვილის წიგნი „საიათნოვა და ძველი ტფილისი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ისტორიკოსი და პუბლიცისტი სიმონ ქვარიანი ახალი წიგნის „თავისუფალი საქართველოს“ წერას შეუდგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულმა საყმაწვილო გამომცემლობამ „სურათები-ზღაპრები“ დავით დარისპანის ძე დონდუას და სიმონ ჯაფარიძის საყმაწვილო წიგნაკი „ყვავი, ბუ და მელაკუდა“ გამოსცა. წიგნი 5 მანეთი ღირდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შიო არაგვისპირელის I, II, III წიგნი, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ და ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ მეჯღანუაშვილი“ გამოსცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განათლების სამინისტრომ პედაგოგებს მამულაშვილს და მილლერს თბილისში მოსამზადებელი კურსების ქართულ ენაზე გახსნის უფლება მისცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ სახალხო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას მოხსენებაში მიმოხილული იყო ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დამოკიდებულება მეზობელ ერებთან, სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა.

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო თეატრში დადიგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს რწმუნებულის, ინჟინერ იოსებ ყიფშიძის მოხსენების თანახმად, ოქრო-ვერცხლის ნივთებსა და სასწორების ჭედვაზე გადასახადი გაიზარდა.

1919

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრის განკარგულებით ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების მთელი შემადგენლობა თანამდებობიდან გადააყენეს.