საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გააუქმა მის მიერ 14 ივნისს გამოცემული სავალდებულო დადგენილება თბილისში არსებული ქაღალდის მთელი რაოდენობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე აღების შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოქტომბერში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ ქუთაისის სოციალ-დემოკრატთა კლუბში წაიკითხა ლექცია თემაზე: „რუსეთისა და უკრაინის მდგომარეობა“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რკინიგზის ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარემ ერ. დიდიძემ რკინიგზელთა მძიმე სამუშაო პირობებზე ისაუბრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისში „მომავალმა“ კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკის ალგებრულ ამოცანათა კრებული გამოსცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განსვენებული საზოგადო მოღვაწის ივანე კერესელიძის ღრმად მოხუცებულმა (85 წ.) მეუღლემ ნინო უზნაძემ მთავრობას თავისი უმწეო მდგომარეობის შესახებ აცნობა და დახმარება სთხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქუთაისის კომიტეტის კრებაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საქართველოს საგარეო და შინაური მდგომარეობა“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბერს ონში მომხდარ ინციდენტს - ებრაელთა ახალი სკოლის კურთხევის ცერემონიაზე სალოცავის ეზოში მსხდომი პირების შეურაცხყოფის შესახებ - პოლკოვნიკი ბიქტორ ნიკოლოზის ძე ინწკირველი იძიებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მხატვართა საზოგადოებამ გალერეის საკოლექციოდ ლადო გუდიაშვილისგან სურათები: „მერანი" და „პირიმზე" შეიძინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გიორგი ამილახვარმა მთავრობას შესთავაზა, მისგან ერთ მილიონ მანეთად XV საუკუნის წმ. იორის ძვირფასი ჯვარი შეეძინათ. მთავრობამ ეს წინადადება დამფუძნებელი კრების კომისიას გადასცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ამიერკავკასიაში, გენერალმა ბრაფმა ნატანები-ბათუმის რკინიგზის ყველა თანამშრომელს მადლობა გადუხადა და აღტაცებით აღნიშნა, რომ აღტაცებული იყო მათი სწრაფი მუშაობით. 

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ქუთაისში დაარსებული საზოგადოება „შევარდენისგან“ თანადგომის დეპეშა მიიღო. „შევარდენი“ მიზნად ისახავდა აღეზარდა „ჯანით საღი და სულით ძმური თაობა“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქ. ონში ებრაული სკოლის თალმუდ თორას ახალი შენობის გახსნის გამო იქაური ებრაელების სახელით რაბინმა დავით ბააზოვმა შინაგან საქმეთა მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა. რაბინი მიესალმა მინისტრს, საქართველოს მთავრობას ერთგულება შეჰფიცა დაიმედი გამოთქვა, რომ ებრაელებს სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას მიანიჭებდნენ. 

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სტატისტიკის განყოფილების გამგე მ. ნ. მანდელაშვილი სატარიფო პალატის სხდომაზე მუშათა კლასის ცხოვრების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების მიღების შესახებ სიტყვით გამოვიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხმოსან პეტრე ქავთარაძის წინადადება, გამგეობის მიერ სიმინდის ევროპიდან შესაძენად სესხის აღების შესახებ, სენაკის თვითმმართველობის საბჭომ ხმის უფლებით მიიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.

1919

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძემ მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ მოხსენება გააკეთა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭის ბოლშევიკების კომიტეტმა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისგან წერილი მიიღო, რომლითაც ის აფრთხილებდა კომიტეტს არ გამოსულიყო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.

1924

ტიპი: ავტორობა

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძის საქმეში მოიპოვება მისი ორი წერილი: ერთი მეგობრისადმი მიწერილი კონტრრევოლუციის შესახებ, ხოლო მეორე − მენშევიკებისადმი მიწერილი ჩეკადან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქის საბჭომ დააკმაყოფილა პლატონ მოდებაძის (ქალაქისთავი) თხოვნა უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლებში სწავლის გადასახადის 200 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გადაწყვეტილება დაწყებით სასწავლებლებზე არ ვრცელდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, აჭარის დელეგაციის ამერიკის ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკების ოქმის გაჟონვის გამო გაზეთი „ვოზროჟდენიე“დახურეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ქალაქის თვითმმართველობის სრული ნაციონალიზაცია გადაწყდა. მათთვის, ვინც სამსახურში დარჩებოდა, ქართული ენის კურსები გაიხსნებოდა. პროგრამის შედგენა გამგეობის წევრ გ. კონიაშვილს დაევალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსის, გენერალ-მაიორ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის ბრძანებით: ა) საქართველოს ყველა ტიპის ჯარში უნდა აღდგეს სამხედრო მისალმება, როგორც სამსახურის დროს, ისე სამსახურის გარეთ. ხარისხითა და წოდებით უფროსი მოვალეა პირველი მიესალმოს. ბ) იგივე წესი ვრცელდება უცხო სახელმწიფოთა სამხედრო პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიწა-წყალზე იქნებიან და სამხედრო ფორმას ატარებენ. გ) სამხედრო მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელი ქუდამდე უნდა მიიტანონ.