რეგისტრირებული ფაქტები15526
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1934
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ ჯორჯისადმი. წერილი ეხებოდა ინგლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ჯარის მდინარე ბზიფის აქეთ დახევის შესახებ და ამით დემარკაციული ხაზის გავლებას მოხალისეთა ჯარსა და კავკასიის რესპუბლიკებს შორის. გეგეჭკორი ითხოვდა გარანტიებს, რომ ქართული ჯარის უკან დახევის შემთხვევაში მოხალისეთა ჯარები თავს არ დაესხმებოდნენ მათ. ის გამოსავალს გაგრის ოლქის ნეიტრალიზაციასა და იქ მოკავშირეთა ჯარის ან პიკეტის დაყენებაში ხედავდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იმის გამო, რომ ხშირი იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, გადასახადთა და სახელმწიფო ხაზინის სამმართველოს უფროსმა ვირსალაძემ ხაზინაში მოხელეების მორიგეობის გამკაცრების შესახებ ბრძანება გამოსცა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შულავერის კომისარ ბ. ოვანიანისგან დეპეშა მიიღო, რომელშიც ის სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სადღესასწაულო დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ სომეხ-ქართველთა სამწუხარო კონფლიქტის მსხვერპლი შულავერელები.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისს თბილისის მილიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსი პ. ზ. ფაჩულია მოქალაქეთა საყურადღებოდ აცხადებდა, რომ გადაუდებელი შემთხვევისა და მილიციონერთა უკანონო მოქმედებების დროს შეუძლიათ მიმართონ სამმართველოში, განოვის ქუჩა № 12, ბინა № 18. ტელეფონის ნომერი: სამმართველოსი 6-88, ბინის 1-11.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 ივნისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული თბილისის გარნიზონის უფროსის, აბელ მაყაშვილის ბრძანებით, ყველა რუსი ოფიცერი ვალდებული იყო მის მიერ რწმუნებულ სამმართველოში გაევლო რეგისტრაცია და აეღო პირადობის მოწმობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემოდნენ პასუხისგებაში, როგორც საქართველოსადმი მტრული განზრახვით მოქმედნი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება მილიციის მიერ ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარების აკრძალვის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ბრძანების მიხედვით, მოქალაქეთა პრეტენზიების გამოსარიცხად მილიციას სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკა მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 31 მაისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილის უფროსის, იაშვილის მიერ პატიმართა სახაზინო ფულებისა და ქონების რევიზიის შესახებ წერდა. რევიზიაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე, ბრალმდებლის ამხანაგი, ქალაქისა და ერობის გამგეობის წარმომადგენელნი და საპყრობილის მზრუნველთა კომიტეტის წევრი. რევიზიას არავითარი დარღვევა არ აღმოუჩენია.
1933
ტიპი: ავტორობა
საქართველოს კ.პ.(ბ)ც.კ. 1933 წლის 12 თებერვლის და განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის 1933 წლს 17 იანვრის დადგენილების საფუძველზე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სტაბილური სასწავლო წიგნების შექმნის თაობაზე, რომელსაც ხელს განათლების სახალხო კომისარი ერმილე ალექსის ძე ბედია აწერდა.