საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15485

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გედიანიძის კერძო განცხადება თბილისში, შიოევის სახლში, ბერძნული მაღაზიის გახსნის შესახებ, რომელშიც გაიყიდებოდა ჩაი და მაგარი სასმელები, კახური ღვინო, ლიქიორი და ყველა სორტის შამპანური.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დავით ერისთავის წერილისა „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს პლატონ იოსელიანის ისტორიულ ნაშრომებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 20 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ინჟინერ ნ. ზუბოვის წერილი „ორიოდე სიტყვა“ ქუთაისში ღვარცოფით დაზიანებული ჯაჭვის ხიდის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მღვდელ მიხეილ მჭედლიძის „კორრესპონდენცია სვანეთიდან“, რომელშიც ავტორი იგონებs თავად თენგიზ დადეშქელიანთან სტუმრობის ამბავს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი გოტც მილერის ლექსი „კრიტელი დედა-კაცი მორეაში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“, რომელშიც მოთხრობილია იმერეთში მოგზაურობის ამბები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ქაჩუხა-შვილის კორესპონდენცია ახალციხეში მომრიგებელი სასამართლოს გახსნის თაობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი იყო ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის“ გამოცემა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის კორესპონდენცია „გურიიდან“ ნაგომრობის სახალხო დღესასწაულის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თომა მაჭავარიანის მოთხრობა „ნინოს“ მესამე, მეოთხე და მეხუთე თავები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის ლექსი „ამ დროის სიმღერა“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანოვის წერილი „გორის უეზდიდგან“ საადგილმამულო ბანკების კაბალურ პოლიტიკაზე, რომელსაც გორის მაზრის გლეხობა გაღატაკების ზღვრამდე მიუყვანია.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „უმორჩილეს ძმას, თ-ს ა. მიქელაძეს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ლექსი „ყველა კაცთ შთამოებანი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ორმოქმედებიანი ვოდევილი „ჩვენი ნაცარქექიები ანუ ორი ვირის თავი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 10 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „უჩინმაჩინის ქუდოსანი და მისი საუბარი მკითხველთან“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 24 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია სამეგრელოდამ“ სამეგრელოს სოფლებში შემორჩენილ კერპთაყვანისმცემლურ ადათებსა და რიტიუალებზე, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა რაფაელ ისარლიშვილის მიერ ახალი, 1869 წლის, სინოპტიკური კალენდრის გამოცემის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 სექტემბერს ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი ანტონ ფურცელაძის ნარკვევისა „შეუსრულებელი სურათი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის წერილი „რამდენიმე სიტყვა ცისკრის მკითხველებს“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 ივლისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ვლადიმერ ლევაშოვმა გუბერნიის მაზრების უფროსებს გაუგზავნა რეგიონში გავრცელებული საქონლის ჭირის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებათა ჩამონათვალი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „გამოთხოვება“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „ორიოდე სიტყვა ბერლინის ცხოველთ წალკოტზე“, რომელშიც ავტორი ბერლინის ზოოპარკის მაგალითზე საუბრობდა ცხოველთა დაცვისა და მათთან მოპყრობის ევროპულ გამოცდილებაზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.