საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ღია წერილი რედაქტორისადმი ახალციხის მაზრაში ჩასახლებული აჭარლების გაქრისტიანების პროცესის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ წყალტუბელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ გიორგი იოსელიანის კორესპონდენციაში „წერილი რუსეთიდგან“ საუბარი იყო რუსეთში მიმდინარე სასულიერო წოდებათა რეფორმირების პროცესზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი „სამოსამართლო ქრონიკა“ გორის მაზრის სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ფუტკრის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ღია წერილი „მნათობის“ რედაქტორისადმი, რომლითაც ავტორი პასუხობდა გიორგი წყალტუბელის მიერ „მნათობში“ გამოქვეყნებულ წერილს „ორიოდე სიტყვა „დროების" ეხლანდელ რედაქციაზე“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“ დაწყებითი განათლების საკითხებსა და ისეთ ახალ გამოცემებზე, როგორებიც იყო: პეტრე უმიკაშვილის „ქართული ანბანი“, იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ და გიორგი ერისთავის „თხზულებების“ პირველი ნაწილი.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ივანე მესხის კორესპონდენციაში „ქუთაისიდგან“ საუბარია იმერეთის ცაზე შენიშნული ჩრდილოეთის ციალის შესახებ, რომლის სიწითლე ადგილობრივთა ერთ ნაწილს ტყეში გაჩენილ ხანძრად მიუჩნევია, მეორეს კი – წარღვნის მომასწავებელ ზეციურ ნიშნად.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია ზუგდიდიდამ“ სამეგრელოსა და იმერეთის ბანკების გაერთიანების აუცილებლობაზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რომან ძამსაშვილ-ცამციევის კორესპონდენცია სასოფლო სასწავლებლების ნაკლებობაზე თელავის მაზრაში.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ღია წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ავტორი წუხილს გამოთქვამს გაზეთის გამომწერთა სიმცირის გამო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელმა ამაშუკეთის სამკითხველოს 18 წიგნი გადასცა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად მიხეილ ქაიხოსროს ძე ერისთავის კერძო განცხადება თბილისსა და ქუთაისში მიწის ნაკვეთების 12 წლით გაქირავების შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად ალექსანდრე ერისთავის განცხადება – ის ითხოვდა ხელშეწყობას გიორგი ერისთავის თხზულებათა სრული კრებულის გამოსაცემად საჭირო მასალების შეგროვებაში.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 26 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ ქართულად თარგმნილი ფრანგი მწერლისა და პუბლიცისტის, ედუარდ ლაბულიეს ლექცია „თვითგანათლება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო დადიანის ლექსი „ნატვრა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „ჩემსა საღამოს, გლახსა საამოს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბერძენოვის წერილი „ს. ხაშმი“ ამ სოფლის ისტორიის, ბუნებისა და წეს-ჩვეულებებათა შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ლექსი „სევდისა გუნდნი შემომხვევიან“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ წყალტუბელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის „კორრესპონდენცია რუსეთიდგან“ მოსკოვსა და მთელს იმპერიაში გაბატონებულ სიდუჭირეზე, რომელიც გასულ ზამთარს განსაკუთრებით თვალშისაცემი გამხდარა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გედიანიძის კერძო განცხადება თბილისში, შიოევის სახლში, ბერძნული მაღაზიის გახსნის შესახებ, რომელშიც გაიყიდებოდა ჩაი და მაგარი სასმელები, კახური ღვინო, ლიქიორი და ყველა სორტის შამპანური.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დავით ერისთავის წერილისა „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს პლატონ იოსელიანის ისტორიულ ნაშრომებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 20 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ინჟინერ ნ. ზუბოვის წერილი „ორიოდე სიტყვა“ ქუთაისში ღვარცოფით დაზიანებული ჯაჭვის ხიდის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მღვდელ მიხეილ მჭედლიძის „კორრესპონდენცია სვანეთიდან“, რომელშიც ავტორი იგონებs თავად თენგიზ დადეშქელიანთან სტუმრობის ამბავს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი გოტც მილერის ლექსი „კრიტელი დედა-კაცი მორეაში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“, რომელშიც მოთხრობილია იმერეთში მოგზაურობის ამბები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ქაჩუხა-შვილის კორესპონდენცია ახალციხეში მომრიგებელი სასამართლოს გახსნის თაობაზე.