საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15481

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 9 მაისს გაზეთ „დროებაში” წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „რა ესიზმრება ქართველს ძილში?”

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ალმანახ „კრებულის“ გამოწერის ქუთაისელ მსურველებს გერასიმე კალანდარიშვილისთვის ან ივანე მესხისთვის უნდა მიემართათ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „ვარდის ხმაზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „რა დაუკარგავთ ქალებსა და რას დაეძებენ ისინი?“

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ლექსი „ვოლტერის თქმული“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ თარგმნილი ბერტოლდ აუერბახის მოთხრობისა „დატუსაღებული ნათლია“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ორიოდე სიტყვა ს. გეგუთის რკინის ხიდზედ და იქვე რკინის გზის მუშებზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ვისი ბრალია?“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „სახალხო სიმღერებისა და ზღაპრების შეკვრა“ ხალხური თვითშემოქმედების ნიმუშების შეგროვების აუცილებლობაზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის განცხადება: მწერალი ქუთაისის გუბერნიის მკვიდრებს სთავაზობდა დახმარებას საადვოკატო მომსახურების უზრულველყოფაში.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ს. წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი სერგეი მესხის მოთხრობისა „ორი სიყვარული“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაჟდენ ბედიანიძის კერძო განცხადება მისი კუთვნილი ბერძნული მაღაზიის სხვა ადგილზე გადატანის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენციაში „სიღნაღიდგან“ საუბარია ქიზიყელი აზნაურების უდარდელობაზე, რომლებიც ფულს მხოლოდ დუქნებში ხარჯავდნენ და მომავალზე არ ზრუნავდნენ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს, ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ანტონ ფურცელაძის ნარკვევისა „შეუსრულებელი სურათი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად ალექსანდრე ერისთავის განცხადება, რომლითაც ის ითხოვდა ხელშეწყობას გიორგი ერისთავის თხზულებათა სრული კრებულის გამოსაცემად საჭირო მასალების შეგროვებაში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აღარ სარგებლობდა ფსევდონიმით თავხედი და, შესაბამისად, ჟურნალ „ცისკარში“ ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილები მას არ ეკუთვნოდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციის სახელით გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც გაკრიტიკებულია ანტონ ფურცელაძის მოთხრობა „სამის თავგადასავლები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ხონელი გლეხებისა და მოვაჭრეების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც გამოწვეული იყო ქუთაისთან დამაკავშირებელი საურმე გზების მოუწყობლობით.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მ. პეტრიაშვილის „კორრესპონდენცია ქუთაისიდან“ ფილიმონ ქორიძის მიერ ქუთაისის კეთილშობილთა შესაკრებ კლუბში გამართული კონცერტის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „განსჯა“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 10 მარტს გაზეთ „დროებაში“ ბ. პ-შვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ბასილ პერტიაშვილის სტატია „რატომ ჩვენ მდგომარეობაზე არასა ვფიქრობთ“ სასოფლო სახნავ-სათესი მიწების განაწილების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 სექტემბერს ფსევდონიმით „ლაზ. მეხის-შვილი“ გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა სერგეი მესხის ლექსი „მაშო“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ქალების სახელოსნო შკოლა თბილისში“ როგორც თვითონ სასწავლებლის შესახებ, ისე ქალების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ბარბარე ქობულოვის არქივში შემონახული მარიამ ბატონიშვილის ლექსები „საქმროსთან ორი შაირი“ და „ყაბართოს იყო მზე“.