საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ I წიგნი დაიბეჭდა.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „ჭინჭრაქა”.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „ელდარის მზე“.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოვიდა ივანე შაიშმელაშვილის წიგნი „ორი პოემა“.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 16 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანში მუშაობდა განთქმული კარდიოლოგი, რომელიც ვარშავაშიც ჩადიოდა და შეეძლოთ, გიორგი ზაქარიაძის შვილი სამკურნალოდ მასთან მიეყვანათ.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა ზღაპარი-კომედია „ჭინჭრაქა”.

1962

ტიპი: ავტორობა

1962-1972 წლებში გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან“.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს დაიდგა იონა მეგრელიძის „ხელაშვილის ოჯახი“.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსები სათურით „კობეგი მაგლარი”.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის ლექსთა კრებული „ვაზის ცრემლები”.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წლის 21 ნოემბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისთვის ვამეხ მაღლაკელიძის სამომავლო პროფესიის შესახებ ეცნობებინათ.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წლის 27 მარტს თინათინ ენუქიძემ ქრისტინე შარაშიძეს შეატყობინა, რომ შეასრულებდა მის დავალებას.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს ქრისტინე შარაშიძემ მარტონ იშტვანოვიჩს თბილისიდან ბუდაპეშტში გაუგზავნა წერილი, დაახლოებით 25 წლის წინ დაწერილი გამოკვლევის ამონაბეჭდი და „კომუნისტიდან“ ამოჭრილი ილონა ბეკეშის წერილი.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ვარდის სტუმარი”.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს თბილისში ფილოსოფოს მოსე ივანეს ძე გოგიბერიძის წიგნი „რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები“ გამოიცა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველა“.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „კოლაუ ნადირაძე“.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წლის 12 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ ლიზა ცაგარელსა და კოლია საღარაძეს მიულცა ქორწინებიდან 50 წლისთავი და საქართველოდან 28 წლით წასული შვილის – ლევიკოს დაბრუნება.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს საქართველოს სსრ სახელმწიფო წიგნის პალატას „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა ჰქონდა განზრახული, ამიტომ აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა ეცნობებირა, რა ტიპის სტატიის დაწერას აპირებდა, რომ რედაქციას გაეთვალისწინებინა.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ფიროსმანი”.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს დაიდგა ვიქტორ გაბესკირიას პიესა „შრიალებენ ვერხვები“.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის ლექსთა კრებული „ჩემი მერცხლები”.