საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ლექსები და ბალადები“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 24 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკლეიძეს მისწერა, რომ იგი კაიროში აპირებდა გამგზავრებას.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, არნოლდ ჩიქობავას უნდა წაეკითხა მოხსენება პროფესორ იოსებ ყიფშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „პროფესორ იოსებ ყიფშიძის შრომები ქართული ენის შესახებ“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უნდა ესაუბრა მომხსენებელს, პეტრე გამყრელიძეს.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „წიწამური” დაიბეჭდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გამოცემულ პიესათა კრებულში.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს ანა ღვინიაშვილმა შეადგინა კრებული „ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ჩემი რჩეული”.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გიორგი ნაკაშიძემ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს სახელით გამოაქვეყნა ნეკროლოგი აკაკი ჩხენკელის გარდაცვალების შესახებ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის მონოგრაფია „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს დღის 12 საათზე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე ზურაბ ჭუმბურიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ტექსტოლოგიური შენიშვნები აკაკი წერეთლის ზოგიერთი ლექსის თაობაზე“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, ელენე ვირსალაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „თქმულება ამირანის შესახებ და ქართული სამონადირეო ეპოსი“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, აკაკი ხინთიბიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „მეორე პეონის ადგილი ქართულ ლექსთწყობაში“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, ალექსანდრე ბარამიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „თეიმურაზ პირველის მთარგმნელობითი მოღვაწეობა“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე დ. თევზაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „თანამედროვეობა და კ. გამსახურდიას „ვაზის ყვავილობა“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე სამუშაო გეგმის მიხედვით რომან მიმინოშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ამბროსი მედიოლანელი ქართულ მეტაფრასტულ მწერლობაში“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს დღის 12 საათზე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, გიორგი აბზიანიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „რუსთველოლოგიური პრობლემატიკა ქართველ სამოციანელთა ნააზრევში“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე ალექსანდრე გვახარიას უნდა წაეკითხა მოხსენება – „სიბრძნე-სიცრუისას“ კომპოზიციის ერთი მხარე და ზოგი არაკის პარალელი“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს დღის 12 საათზე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე გიორგი აბზიანიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „დარეჯანიანთა ეპოსი ოსეთში“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გვახარიას უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული საბჭოთა ისტორიული რომანის კომპოზიციის საკითხები“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, მიხეილ ჩიქოვანს უნდა წაეკითხა მოხსენება „დარეჯანიანთა ეპოსი ოსეთში“.