რეგისტრირებული ფაქტები15526
ფილტრი:
სორტირება თარიღი კლებადობით
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. სანკოვსკი აცხადებდა, რომ სახელმწიფო სახაზინო განცხადებები გაზეთში მიიღებოდა უფასოდ, ხოლო კერძო პირთათვის კი ტექსტის ერთი ასო ეღირებოდა მეოთხედი კაპიკი ვერცხლით.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, ამ პერიოდული გამოცემის მსურველთ უნდა მიემართათ „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს საგამომცემლო კომიტეტისათვის, ხოლო საქართველოს საფოსტო კანტორა იზრუნებდა გაზეთების დარიგებაზე იმ პირთათვის, ვინც სხვა ქალაქებში ცხოვრობდა.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს 1832 წლის სრული გამოცემა ეღირებოდა 3 რუბლი ვერცხლით კავკასიის ქედს აქეთ და 15 რუბლი ასიგნაციებით ქედს იქით.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. სანკოვსკი 1832 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს სალიტერატურო ნაწილის ნომრებს უფასოდ პირდებოდა იმ პირებს, ვინც 1831 წელს ვერ მიიღო გაზეთის უკლებლივ ყველა ნომერი.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადებაში სანკოვსკი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მრავალი პირი, განსაკუთრებით რუსეთში, მოინდომებდა „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს მხოლოდ სალიტერატურო ნაწილის შეძენას, ამიტომ გამომცემლობა საშუალებას აძლევდა ასეთ პირებს, გამოეწერათ სალიტერატურო ნაწილის წლიური გამოცემა 5 რუბლად კავკასიის ქედს აქეთ და 25 რუბლად ასიგნაციებით ქედს იქით.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, 1832 წელს გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ სალიტერატურო ნაწილთან ერთად ეღირებოდა 8 რუბლი ვერცხლით კავკასიის ქედს აქეთ და 40 რუბლი ასიგნაციებით ქედს იქით.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა თბილისის კომენდანტ კოჩეტოვის განცხადება. კოჩეტოვმა შეატყობინა თბილისში გარდაცვლილი ორმოცდამეორე ესერთა პოლკის პოდპოლკოვნიკის, გვოზდევის მემკვიდრეებს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მათ შეეძლოთ მიეღოთ გარდაცვლილის აუქციონზე გაყიდული ქონებიდან შემოსული 250 რუბლი და 72 კაპიკი.