საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს ზეინაბ ზარქუამ ქრისტინე შარაშიძეს გორიდან თბილისში გაუგზავნა 8 მარტის მისალოცი ბარათი.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 31 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 10 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე სამხედრო სანატორიუმში მიდიოდა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 25 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ორი ოპერაცია გაიკეთა და 73 დღე საავადმყოფოში იწვა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 25 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, 28 ივნისს ვარშავაში ოპერა „დაისს“ დასწრებოდა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაამთავრა ზღაპარი-კომედია „ალიბაბა”.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ცაო, მაღალო”.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს გამოქვეყნდა მარიამ ბარათაშვილის ლექსების კრებული „დღე დღევანდელი“.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს ცალკე წიგნად გამოიცა ივანე შაიშმელაშვილის „ძველი საქართველოს ფოლადის გული“.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის 22 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, სთხოვა, გაეგზავნა აკაკი წერეთლის „სულიკოს“ ტექსტი, რომელიც პოზნანში ერთ-ერთ მუსიკის გუნდს სჭირდებოდა.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის მაისში ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში წაიკითხა მოხსენება „ქართული მუსიკა“.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის აპრილში მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 1944 წელს ტყვეობაში გატარებული დღეების აღწერას აპირებდა.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის 6 მარტს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, სთხოვა, გაეგო, პოლკოვნიკმა ზენტარსკიმ მიიღო თუ არა მისი წერილი.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „რევიზია ანუ მელაძე, მგელაძე და ყაჩაღავა”.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გამოქვეყნდა გიორგი მელიქიშვილის სტატია „საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის“.

1967

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი პიესისა „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვას იასონ გელოვანი და სხვა აზნაურები ხშირად სტუმრობდნენ.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წლის 28 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ იასონ გელოვანმა ოპერაცია ვერ გადატანა და 1920 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ლიზა ვარლამოვაც მალევე დაიღუპა.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ 1905 წელს მეფის რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოსვლებმა საზოგადოებრივ მიმართულებებს დაღი დაასვა. რეაქციონერი წრეები მეფის რეჟიმს ძლიერი სიმკაცრით უწყობდნენ ხელს.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვა დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ჩაიკეტა. 1912-1914 წლებში ვარლამოვა ქუთაისში მდებარე საკუთარ პანსიონში ბავშვებს სხვადასხვა სასწავლებლისთვის ამზადებდა.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წლის შალვა მაღლაკელიძის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში სონია ტვეციშვილის სახლს ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი დავით მესხი, მისი მდივანი ნუცა ჩოდელიძე და აკაკი წერეთელი.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა ოპერეტისათვის „ნინო”.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „სიყვარული“.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას საბავშვო პოემა „ტრაბახას ხვედრი”.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში სტატია „გიორგი ლეონიძის თერთმეტი დღე პოლონეთში“ დაწერა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 14 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა და სთხოვა, გაეგო, სად მდებარეობდა პოლონურ-ქართული საზოგადოების ოფისი და რა როლს ასრულებდა ამ საზოგადოებაში იან ბრაუნი.