საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 14 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა და სთხოვა, გაეგო, ვარშავის უნივერსიტეტი მისი დაარსების დღიდან რამდენმა ქართველმა დაამთავრა და რომელი ფაკულტეტები. ამ ინფორმაციის მოგროვება თბილისში მიხეილ კვალიაშვილს დაავალეს.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 14 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ კრაკოვის უნივერსიტეტის არქივში ეძებდა 1862-1863 წლების გაზეთებში გამოქვეყნებულ პოლონელი მეცნიერის სტატიას იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და იქ აღმოჩენილი რუსთაველის ფრესკის შესახებ.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 23 ნოემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სთხოვა, შეეტყობინებინა, გაიმართა თუ არა რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 23 ნოემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ სამ გაზეთს გაუგზავნა წერილი რუსთაველის შესახებ, მაგრამ არც ერთმა არ დაბეჭდა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 29 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანში შეხვდა ქართველ ტურისტებს, რომლებიც მის მუზეუმს სტუმრობდნენ და მათთან დრო გაატარა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „მდინარის გული“.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის ნოემბერში აკაკი შანიძემ მიხეილ კვალიაშვილს აცნობა, რომ მოსკოვში, ოპერის შენობაში, გაიმართა რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელები ესწრებოდნენ.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წლის 30 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ მომავალი წლის სექტემბერში თბილისში შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე უნდა გადაეხადათ და პოლონეთის დელეგაციას ისიც გაჰყვებოდა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წლის 30 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა,რომ თბილისში, ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, სთხოვეს ზურაბ ავალიშვილის წიგნი „ჯვაროსანთა დროიდან“ და, თუ ჰქონდა, მისთვის ან პირდაპირ მუზეუმისთვის გაეგზავნა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წლის 2 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ მიიღო მისი გაგზავნილი ძველი გაზეთები და რადიოს პროგრამები, მაგრამ ვერ გამოიყენა, რადგან ისინი არ ეხებოდა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წლის 2 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მიიღო თბილისიდან გამოგზავნილი წიგნების – „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“ და „კ. მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერებისა და საარქივო მასალების კატალოგი“ სამ-სამი ეგზემპლარი.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა საქართველოს სსრ კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგეს, ა. დოლიძეს სთხოვა, მომავალში მისთვის წიგნები პოზნანში გაეგზავნა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს – თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა და ახალი წელი მიულოცა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ჩემო კარგო ქვეყანავ”.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ქალიშვილთან, მაიკოსთან, ერთად 1-ელ აგვისტოს სამი თვით საქართველოში მოდიოდა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს მაია კვალიაშვილმა დევიდ ლენგის ხელმძღვანელობით ვარშავაში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართული ეთნოგრაფია“.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა ივანე შაიშმელაშვილის „კრწანისის ომის“ გადამუშავებული ვარიანტი.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 30 ნოემბერს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილის მისამართი გაიგო და რამდენიმე წლის შემდეგ მასთან კავშირი აღადგინა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 30 ნოემბერს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მადლობის წერილი გაუგზავნა გრიგოლ ფერაძესა და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე მიწოდებული ცნობებისათვის.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1964

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ ითხოვა მოწმობით დადასტურება, რომ 1964 წლის პირველი ნოემბრიდან არ მუშაობდა და მხოლოდ პენსიით ცხოვრობდა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა ზღაპარი-კომედია „შაითან-ხიხო”.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ძვლები და კლდეები“.

1964

ტიპი: ავტორობა

1964-1965 წლებში მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში წერდა ნაშრომს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ.