საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, მოსე ჯანაშვილმა რუსულენოვანი სახელმძღვანელო „ისტორია საქართველოის ეკლესსიისა” შეადგინა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის აგვისტოში ქუთაისის გუბერნიის მმართველმა ა. ა. კალაჩოვმა კავკასიის მთავარმმართებელს წარუდგინა მოხსენება ქუთაისის გუბერნიის ზოგიერთი საქალაქო მმართველობის მდგომარეობის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი გორის მაზრის სოფელ გერში გამართული საეკლესიო დღესასწაულის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის სამეცნიერო წერილი „გრძელ-ჟამიერი სიცოცხლე“ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „ქუჩის ბიჭ-ბუჭების სკოლა საფრანგეთში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი ლიახვის ხეობის სოფლებში საქონლის ქურდობის გახშირებული ფაქტების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ივანე მაღულარია, ანდრია სმირნოვი და იასონ ჩიტაია.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი ცალი „დედა-ენის“ სახელმძღანელო გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი ნიკო გელენიძისადმი, რომელმაც სკოლას თორმეტი რვეული და ორი სათლელი გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი კალისტრატე ხომერიკისადმი, რომელმაც სკოლას კარადა გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „სწავლა-განათლება ჩინეთში“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, ნ. გამრეკელმა 20 ნოემბრის 1864 წლის სამსაჯულო წესდების მეორე ნაწილი თარგმნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 მარტის „დროებაში“ თეოფილე იოსების ძე კანდელაკის „ზღაპარი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 31 მარტის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „რუსული ენა ჩვენს სასწავლებლებში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ლი აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „რუსული ენა ჩვენს სასწავლებლებში“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 აპრილის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის სტატია „საქართველოს XVI საუკუნის მეფეების თარხანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 აპრილის „დროებაში“ „პოსრედნიკების“ შესახებ სტეფანე მელიქიშვილის წერილი დაიბეჭდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ზაბიტ კაპლანოვმა მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ყრილობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 10 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსები „იმედი“ და „დარჩენილი ჩერგეზი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის საბჭოს მდივანმა სტეფანე ჭრელაშვილმა დაწერა თბილისის მმართველობის ასი წლის ისტორია, რომელიც ქალაქის გამგეობამ საიუბილეოდ გამოსცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა საგუბერნიო ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე ბორჩალოში გაგზავნა აგრონომი ს. მ. ზავაროვი მინდვრის თაგვებთან ბრძოლის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ტრამვაის დირექტორმა ა. ბლანშმა თბილისის გამგეობას პოლიციის 1-ლ, მე-2 და მე-3 ნაწილებში ტრამვაის ლიანდაგის შეკეთება სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების მდივანმა ეგნატე იოსელიანმა დაწერა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების 50 წლის ისტორია. 

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ტრამვაის დირექტორმა ა. ბლანშმა თბილისის გამგეობას პოლიციის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებში ტრამვაის ლიანდაგის შეკეთებაზე ზედამხედველად ტექნიკოს შახნაზაროვის დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა ფერმიკინმა თბილისის მესამე მომრიგებელ სასამართლოში საჩივარი შეიტანა მდიდარ ვაჭარ ნ. ს. ვართანბეგოვიზე – ითხოვდა მისთვის გადაეხდევინებინათ 20 მან, რომელიც ფერმიკინს ეკუთვნოდა ვართანბეგოვის შვილის სწავლებისთვის.