საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანის სახელმწიფო წყობის შესახებ მისწერა, რომ პაკისტანი ფედერალური სახელმწიფო იყო და პრემიერი თავისი მინისტრებით კარაჩში იჯდა, პროვინციებში კი შეფ მინისტრებს საკუთარი სახელმწიფო აპარატი ჰქონდათ. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ კარაჩის მინსტრთა თავმჯდომარე „პრემიერ მინისტრი“ იყო, პროვინციის მთავრობის სათავეში კი „შეფ-მინისტრები“ იდგნენ.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 16 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ შეწუხებული იყო გრეტას ავადმყოფობით და მეუღლის ბინიდან გაძევებით. შვილს კი მოუბოდიშა, რომ ფულით ვერ ეხმარებოდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და ოჯახის წევრები მოიკითხა (გაიოზ მაღლაკელიძე 5 აგვისტოს გერმანიაში დაიბადა).

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 5 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, გაერკვია პაკისტანიდან გერმანიაში დასაბრუნებელი ვიზის მისაღებად როგორ უნდა მოქცეულიყო.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე და გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის პირველ თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ რეინლანდიაში არ ეცხოვრა. მოკითხვა შეუთვალა კონსტანტინე კრომიადს და დავით ვაჩნაძის ავადმოყოფობის გამო მწუხარება გამოთქვა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 ივნისს საქართველოს ელჩმა ვლადიმერ ახმეტელაშვილმა 23-24 თებერვალს გორში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობის წერილი მიიღო გერმანელი მეცნიერებისგან. ეს ამბავი მათთვის შეუტყობინებია საელჩოს ატაშეს, ფილოსოფიის დოქტორს, კონსტანტინე გამსახურდიას. ხელს აწერენ: ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჰენრიხ ბრანდერბურგი, პროფ. დოქტ. ვახ. რიხარდ შმიტი, ქართული ენის დოცენტი ბერლინის უნივერსიტეტში რიხარდ მეკელაინი, ლანგერიხტის პრეზიდენტი ფონ ვებერი, ბერლინის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი იაჰანესნოი ჰუსი და სხვ.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 24 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ იტალიაში ან მადრიდში ვერ წავიდოდა, მაშინ დასავლეთ გერმანიაში დაბრუნდებოდა. შეატყობინა რომ კორესპონდენტის ბარათი მიიღო.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვალის დასაბრუნებლად ქართულიდან რუსულ ენაზე გადათარგმნა არველაძის მოთხრობა და საღირაშვილს კუთვნილი 34.000 ლირა დაუბრუნა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი ოჯახთან ერთად პორტუგალიაში წავიდა. შალვა მაღლაკელიძე მიიჩნევდა, რომ მომავალში მისი იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ხმელთაშუა ზღვის პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოიძიებდა, თუმცა თვლიდა, რომ რომში პრესა საფრანგეთის მსგავსად კულუარული იყო და მნიშვნელოვანს ვერაფერს ნახავდა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის პირველ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ იგი გერმანელ პელიგრინს შეუთანხმდებოდა შალვა მაღლაკელიძე მას 200 მარკას გაუგზავნიდა. შეატყობინა, რომ მომავალში ახალ მისამართზე მიეწერა: ვია მოდენას N5.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 2 მაისს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საღირაშვილს 357 გერმანული მარკის ანგარიშით ვალი დაუბრუნა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

კატო მიქელაძის ცნობით, 1915 წელს, როცა რუსეთის საელჩოს ხარჯით ლონდონიდან საქართველოში ბრუნდებოდა პარიზელ ქართველებთან ერთად, მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ დ. კოპალეიშვილი და პ. იაშვილი, რომლებმაც დაიწყეს დავა საელჩოსთვის ვალის გადახდაზე. იაშვილს ეჭვი შეეპარა კოპალეიშვილის ვალის გადახდაზე, დაიწყეს ერთმანეთის ლანძღვა და საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, სანამ სხვები არ ჩაერივნენ და არ შეახსენეს, რომ მათთან ერთად ქალი (კატო მიქელაძე) იმყოფებოდა. გაბრაზებული იაშვილი მანქანიდან გადმოხტა, რის შემდეგ დ. კოპალი დაწყნარდა. საელჩოს ვალი კი ყველას გადაუხდელი დარჩა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, გუბერნიას შეატყობინეს, რომ სვირის სადგურის უფროსს, ყიფიანს ბინაზე მიუვარდა უბნის კომისარი ბუიღლიშვილი და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენა, თან მთელი ოჯახის დატუსაღებით დაემუქრა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის პირველ სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები ბერლინში, კერძოდ კურფუსტენდამის ქუჩა N225-ში მდებარე სასტუმრო „მიდენვალდტში“ გაეგზავნა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 2 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ირაკლი ბაგრატიონის ორი მისამართი გაუგზავნა: S. A. R. Principe Irakly de Bagration Serrano 154, Madrid, L'Espagne. / S. A. R. Principe Irakli de Bagration Palacio de la Infanta Santillana del Mar (Santander) L'Espagne.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ირაკლი ბაგრატიონის მიერ შალვა მაღლაკელიძისადმი მიწერილი წერილით ირკვევა, რომ ირაკლი ბაგრატიონს 1949 წელს შვილიშვილი შეეძინა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ჟურნალ „მერკიურში“ ალექსეი კრავჩენკოს შესახებ დაბეჭდილი წერილი წაიკითხა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 14 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე საჩხერიდან თბილისის მეხუთე ვაჟთა გიმნაზიაში ჯიშკარიანს სწერდა, რომ ექიმი იაშვილის სანახავად ბათუმში მიდიოდა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 16 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი მათი საერთო საქმის მოსაგვარებლად რომში გემით აპირებდა გამგზავრებას.

1948

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საზოგადოება ხშირად განიხილავდა ომის საფრთხეს, თუმცა, მისი ვარაუდით, ორი წლის მანძილზე ცუდი არაფერი მოხდებოდა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 21 მაისს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს გაუგზავნა გაზეთები: „პრავდა“, „იზვესტია“ და „ოგონიოკი“.