საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ილარიონის ძე რატიანი ვარდიკო კაციას ასულ რატიანის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პლატონ ილარიონის ძე რატიანი ვარდიკო კაციას ასულ რატიანის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ ივანეს ძე რატიანი ვარდიკო კაციას ასულ რატიანის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მატო ბახვას ასული გაბუნია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას მეუღლე იყო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს მისწერა, რომ მამამისი, მწერალი დავით კლდიაშვილი, მძიმედ ავადმყოფობდა და შეიძლება რამდენიმე თვეც ვეღარ ეცოცხლა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს ერთი წლის წინ დავით კლდიაშვილის საიუბილუო საღამოზე მწერლისთვის პენსიის დანიშნვის შესახებ მიცემული დაპირება შეახსენა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოსულან ტიციან ტაბიძე და სიმონ ჩიქოვანი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც სანდრო შანშიაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „მთვარის მოტაცება“ მკაცრად გააკრიტიკა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.

1880

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1880 წელს სასტუმრო „ლონდონში“ ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელი გაიცნო.