საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 11 სექტემბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ლადო მაღლაკელიძისთვის გერმანიიდან განგრენის წამალი „პადუტინი“ გაეგზავნა.

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 26 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათი გვარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას სოფელ დიხაშხოში მოიძიებდა. დაჰპირდა, რომ ზოგიერთი ადგილის ფოტოსურათს გაუგზავნიდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 30 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათი გვარი მე-11 საუკუნიდან იყო საქართველოში. იმ ეპოქაში მოღვაწე მხატვრის მიქელ მაღლაკელიძის შესახებ სტატია მოსკოვში გამოცემულ ჟურნალ „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მაცნეში“ იყო გამოქვეყნებული.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 30 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ეგნატე ინგოროყვამ მე-10 საუკუნით დათარიღებული ქართული ნოტები გაარჩია.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 16 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ფრაუ შნეიდერს მისი ოჯახის მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 2 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ სადისერტაციო ნაშრომის დაწყების შემთხვევაში ვახტანგ VI-ის კანონებს გაუგზავნიდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 16 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნიკოლოზ მაღლაკელიძე 4 სექტემბერს ავად გახდა და 5 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი სოფელ დიხაშხოში საკუთარი მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნიკოლოზ მაღლაკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 17 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ილია მაღლაკელიძეს საავადმყოფოდან 19 ივნისს გამოწერდნენ, რის შემდეგაც სოფელ დიხაშხოში დაბრუნდებოდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა ან უკრაინული უნივერსიტეტიდან მისი იურისტობის დამადასტურებელი ცნობა აეღო, ან მისთვის დიპლომის ასლი გაეგზავნა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, თბილისში მდებარე ადვოკატთა კოლეგიაში მუშაობის დასაწყებად მისთვის იურისტობის დამადასტურებელი საბუთი გაეგზავნა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 31 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სამსახურის დასაწყებად დიპლომი სჭირდებოდა, რომელიც ომის დროს ბერლინში დაეწვა. სთხოვა, მოეძებნა ნოტარიუსით დამოწმებული ასლი და მისთვის გაეგზავნა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 31 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საქართველოში თავის დამკვიდება უჭირდა, რადგან რამდენიმე ათეული წელიწადი საკუთარი ქვეყნის მთავრობას ებრძოდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკილიძემ შვილს მისწერა, რომ იგი ნანობდა, რადგან 1952-53 წლებში მაღალაშვილს ენდო, ბონში მუშაობა მიატოვა და მიუნხენში საექსპორტო ფირმაში გადავიდა. მან გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას დაბრუნებოდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ძმა ილია მაღლაკელიძე მძიმედ იყო ავად. იგი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი შვილები: ნუნუ, კახაბერი და ედიშერი დედაქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან მხოლოდ კახაბერი იყო დაოჯახებული.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 7 დეკემბერს ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში ჩავიდა და ვიზის საკითხი შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მოაგვარა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 21 ნოემბერს შალვა მღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი თარგმანი სხირტლაძეს გადასცა და დაჰპირდა, რომ ჰონორარს შეუნახავდა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 13 ან 14 ნოემბერს მიუნხენში ნოე ცინცაძეს შეხვდებოდა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის პირველ ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს საკუთარი მისამართი მისწერა: როტერჰუდერის ქუჩა N8.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის პირველ სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები ბერლინში, კერძოდ კურფუსტენდამის ქუჩა N225-ში მდებარე სასტუმრო „მიდენვალდტში“ გაეგზავნა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 7 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დათიკო ბერძენიშვილისა და გიორგი საჯაისგან მოიკითხვა გადასცა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 26 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძესა და ევგენი გეგეჭკორს უნდა შეხვედროდა. დაჰპირდა, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხს შეატყობინებდა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ 1952 წლის 2 ივნისს მიუნხენში იყო და სთხოვა, მისთვის მიეწერა, როდის გადაწყვეტდა რუპოლდინგში გამგზავრებას.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 29 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ განიცდიდა მისი გაზეთის გამომცემლობის დახურვას. შეატყობინა, რომ მიუნხენში გამგზავრებას აპირებდა, აგრეთვე დავით ბერძენიშვილისგან მოკითხვა გადასცა.