საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილმა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ლადო აღნიაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამასახლისი პ. თოხაძე სოფელ აკეთში ქალთა სკოლის გახსნას გეგმავდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფ. ჟორდანიას მეუღლემ, ოლგა აბაშიძემ, სოფელ ცაიშში ხელსაქმის შემსწავლელი სკოლა დააარსა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ფანცულაიას წერილი „პროვინციის თეატრის ავ-კარგი“.

1877

ტიპი: განათლება

1877 წლის 31 იანვარის გაზეთ “დროების” ცნობით, 1 იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრ. არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ სვინომის ძე ზედგინიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი ხუთნაწილიანი რუსულენოვანი სახელმძღანელო “ისტორია საქართველოის ეკლესსიისა” დაიბეჭდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი კირილე ჯორბენაძისადმი, რომელმაც სკოლას ორმოცი ფანქარი, ორმოცი კალმისტარი და ერთი ბოთლი მელანი გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი ნიკოლოზ რამიშვილისადმი, რომელმაც სკოლას 50 კაპიკი შესწირა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი ლავრენტი მიქაძისადმი, რომელმაც სკოლას ოცდაათი რვეული გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, მზრუნველ ბედია კომახიძისა და პედაგოგ აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი სოლომონ ქარცივაძისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი რვეული გადასცა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს პაშკევიჩის ინიციატივით რაჟდენ ხუნდაძემ ქუთაისის ოლქის მასწავლებლებისთვის მუსიკის გამოცდა ჩაატარა. 90 მასწავლებლიდან მხოლოდ 10-მა იცოდა ნოტები.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ტექნიკური სასწავლებლის ქიმიის განყოფილების IV კლასის მოწაფეს, გიორგი ჩხეიძეს სასწავლებლის კავკასიელთათვის განკუთვნილი სტიპენდია დაუმტკიცდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ ნიკოლოზ ბერიძის სამადლობელი წერილი ვ. ბ. გეთიასადმი, რომელმაც სოფელ ზანას სკოლას თანხა შესწირა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წლის 1-ელ თებერვალს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი წარმატებით დაასრულეს მარიამ მოსევიჩმა, ნადეჟდა ნაზრდიოვამ, ნინა ნესტოროვამ, იულია ცარუპამ, ოლგა ზლობინამ, ალექსანდრა ფოლკულმანმა, ლიდია ბოტიუგინამ, ელისაბედ ბაბარიკინამ, დომინიკა მერცინსკამ, ქათუია ქალანდაროვამ და მარიამ სარაჯოვამ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ელენე ბახტაძის ქალების პროგიმნაზიაში სწავლის გადასახადი წელიწადში 30 მანეთი იყო.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოლგა გურამოვამ, ოლგა ვასილიევამ და ელისაბედ ყარაევამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ბარბარე ბეგთაბეგოვამ, პელაგია ნაცვალოვამ და ბარბარე ხორუჟენკომ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოსანა ქანანოვამ, ოლგა სერედენკომ და მართა მელიქოვამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1870

ტიპი: განათლება

1870 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „სწავლება ბინაზე ქუთაისში“ ქუთაისის გუბერნიაში თავად ალექსანდრე მიქელაძის თაოსნობითა და ხელშეწყობით წარმოებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სპირიდონ ჯუღელის კორესპონდენცია „ორიოდე სიტყვა ახალციხის მხარის სასოფლო შკოლებზე“.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა ქალთა უფასო სკოლა, რომლის რექტორად დაინიშნა სასწავლო სემინარიის რექტორი ხაროვი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს გიორგი კვიჟინაძე და კოლა თაქთაქიშვილი სახელოსნო სასწავლებლის უფროსი კლასის მოსწავლეები იყვნენ.