საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს სოლომონ ხუციშვილმა დაამთავრა გორის საშუალო სასწავლებელი.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს სოლომონ ხუციშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს სოლომონ ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1936

ტიპი: განათლება

1936 წელს სოლომონ ხუციშვილი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს ვალერიან თევზაძემ რამდენიმე ქართველ მეგობართან ერთად გადაწყვიტა ჯარისკაცებისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა. სწავლის სურვილი 300-მა კაცმა გამოთქვა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის შემოდგომაზე 13 იუნკერი, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, სასწავლებლად საბერძნეთში, ათენის სამხედრო სასწავლებელში გაემგზავრა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის დეკემბერში საბერძნეთში დაწყებული არეულობის გამო ნიკოლოზ მათიკაშვილი და 12 იუნკერი სტამბოლში ჩავიდნენ და იქიდან პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო სასწავლებელში დაიწყეს სწავლა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის 6 აგვისტოს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დაწყება დააგვიანდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის ნოემბერში სოფრომ მგალობლიშვილმა კონსტანტინე მამაცაშვილისა და პედაგოგ თომა ტურიაშვილის დახმარებით სემინარიაში სახელმწიფო დაფინანსებით დაიწყო სწავლა.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს ობლად დარჩენილი ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის დახმარებით თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა სახელმწიფო დაფინანსებით.

1860

ტიპი: განათლება

1860 წლის სექტემბერში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს 7 წლის სოფრომ მგალობლიშვილს მამამ, ზაქარიამ ქართული ანბანის სწავლა დააწყებინა ხარის ბეჭზე.

1864

ტიპი: განათლება

1864 წელს ეკატერინე გაბაშვილმა ფრანგი ქალის, ფავრის კერძო სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის მეოთხე კლასში სწავლობდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მეოთხე კლასი დაასრულა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის ივლისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის აპრილის ბოლოს გალაკტიონ ტაბიძემ სემინარია მიატოვა და სოფელში დაბრუნდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სერგო გორგაძე ყაზანის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს სამედიცინო აკადემიის 112 კურსდამთავრებულიდან 2 იყო კავკასიელი – სომეხი მათევოს ავესტიანი და ქართველი თევდორე ახვლედიანი.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა დაიწყო დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1908

ტიპი: განათლება

1908 წლის 18 ივნისს გალაკტიონ ტაბიძემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების საბუთი მიიღო.

1908

ტიპი: განათლება

1908 წლის პირველი სექტემბრიდან გალაკტიონ ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე გახდა.

1900

ტიპი: განათლება

1900 წლის 1 სექტემბრიდან გალაკტიონ ტაბიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პირველ მოსამზადებელ კლასში ჩაირიცხა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის ზაფხულში გორის სემინარიის 12 მოსწავლე მასწავლებელ პოლევსკის ხელმძღვანელობით ფერმის დასათვალიერებლად და რამდენიმე საგნის შესასწავლად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გაგზავნეს.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი კონსერვატორიაში მივიდა გასაუბრებაზე და ხმით ისე მოხიბლა პედაგოგები, რომ სახელმწიფო დაფინანსებით მიიღეს სასწავლებელში.